"ზესტაფონმა" მეზობელი არ დაინდო

AutoSharing Option
“ზესტაფონმა” სანაკრებო პაუზით ისარგებლა და ვარჯიშებთან ერთად ამხანაგური მატჩიც ჩაატარა. გია გეგუჩაძის გუნდი საკუთარ ბაზაზე წყალტუბოს “სამგურალს” გაეჯიბრა და მეტოქე 7:0 გაანადგურა.

პირველ ტაიმში წყალტუბოელები ზესტაფონელებს მაგრად დაუდგნენ და მხოლოდ ერთი ბურთი გაუშვეს - 28-ე წუთზე ანგარიში ჯაბა დვალმა გახსნა. მეორე ტაიმში კი რატი წინამძღვრიშვილმა პოკერი, ხოლო საბა ლომიამ დუბლი შეასრულეს. თამაშს ორასამდე გულშემატკივარი დაესწრო.

“ზესტაფონმა” ამ შემადგენლობით ითამაშა: მამალაძე (74. მეშველიანი), ელიავა (46. გაგოშიძე), გ. ონიანი (46. თ. გრიგალაშვილი), გრუიცა, ფოფხაძე, ძარია (46. სარდალიშვილი), გორგიაშვილი, შ. გრიგალაშვილი (46. ჭანკოტაძე),
ბაბუნაშვილი, დვალი (46. ლომია), წინამძღვრიშვილი.

როგორც ხედავთ, გუნდს დაუბრუნდა მეკარე ზურაბ მამალაძე, რომელიც ესპანურ შეკრებაზე დაშავდა და იყო საფრთხე, რომ სეზონის ბოლომდე ვეღარ ითამაშებდა. სამაგიეროდ, დაახლოებით თვენახევარს ვეღარ ითამაშებენ ზურაბ მენთეშაშვილი და გოგი ფიფია, რომლებმაც საზარდულის ოპერაცია გაიკეთეს. შეგახსენებთ, “ზესტაფონის” ახალწვეულ მენთეშაშვილს სატრანსფერო ფურცლის ჩამოუსვლელობის გამო საქართველოს ჩემპიონატსა და თასზე თამაშის უფლება ისედაც არ ჰქონდა.

ალექსი ბენაშვილს მიკროტრავმა აწუხებს და ინდივიდუალური პროგრამით ემზადება, მაგრამ მისი დღევანდელ მატჩში თამაში გამორიცხული მაინც არ არის.


ფოტო: fczestafoni.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული