დავინტერესდით, მსგავსი პრობლემა ხომ არ აწუხებს ევროპის ლიგაზე გასვლის რეალურ კანდიდატ "გაგრას". როგორც შევიტყვეთ, პირველლიგელებმა ამ საკითხის მოგვარებაზე კარგა ხნის წინ იზრუნეს, ლიცენზირებისთვის საჭირო ყველა პროცედურა გაიარეს და პროცესი წარმატებით დაასრულეს. შესაბამისად, თუ ამის უფლება სპორტული პრინციპით მოიპოვა, "გაგრა" ევროპაში დაუბრკლებლად ითამაშებს.
შეგახსენებთ, "გაგრა" ევროპის ლიგის საგზურს საქართველოს თასის მოპოვების შემთხვევაში მიიღებს. არის მეორე ვარიანტიც - თუ "ზესტაფონი" ჩემპიონი გახდა და თასის