თემქიდან მცხეთამდე ჯერ კიდევ შორია

AutoSharing Option
სეზონის მეორე ნახევრის მსვლელობისას რამდენიმეჯერ მოგაწოდეთ ინფორმაციები მცხეთის სტადიონის რეკონსტრუქციის შესახებ.

მოსალოდნელი იყო, რომ "ვიტ ჯორჯია" უმაღლეს ლიგაში საშინაო მატჩებს იქ ამ სეზონშივე გამართავდა, დასახელდა ვადებიც, თუმცა საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ ვეტერინარები მცხეთაში მეტოქეებს მომავალ სეზონამდე ვერ უმასპინძლებენ.

ყოფილ "არმაზზე" ხელოვნურსაფარიანი მოედანი უკვე სათამაშო მზადყოფნაშია, მაგრამ დასასრულებელია სტადიონის ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა - კერძოდ, VIP და პრესლოჟები და გასახდელები.

მცხეთაში უკვე ვარჯიშობენ "ვიტ ჯორჯიას" დუბლშემადგენლობა და ჭაბუკთა ასაკობრივი გუნდები. სავარაუდოდ, ისინი მცხეთაში ოფიციალურ მატჩებს ამ სეზონშივე გამართავენ.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული