სტუმართა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ დაახლოებით ტაიმნახევარი მათი კარნახით წარიმართა და "სიონი" მატჩის დასკვნით ნაწილშიღა გააქტიურდა და ყველაზე დასამახსოვრებელი ამბებიც მაშინ მოხდა.
"სიონმა" თამაში ერთი ცენტრფორვარდით დაიწყო, რევაზ ჯიქია სტუმრებმა სრულად გაანეიტრალეს და თავიდანვე შეეცადნენ დაწინაურებას. მე-7 წუთზე მეტრეველის თავურისას ბურთი მცირედით ასცდა
მეორე ტაიმიც "სპარტაკის" უპირატესობით დაიწყო. ბადრი კვარაცხელიას გუნდის პირველივე მწვავე შეტევას ჯერ კუთხური, მერე კი გოლი მოჰყვა. ბარაბაძის ჩაწოდებული ბურთი მეტრეველმა თავით კარში გადაგზავნა - 0:1.
ამის შემდეგ ხვიჩა ქასრაშვილმა შეცვლებით "გააცოცხლა" "სიონი" და ხიფათი უკვე ორივე კართან იქმნებოდა. 65-ეზე გრიშიკაშვილმა დიდავას დარტყმისას იმარჯვა.
ორიოდ წუთში "სპარტაკს" უპირატესობის განმტკიცება შეეძლო, მაგრამ ჯაკობიას პასით მეკარესთან პირისპირ გასულმა ბარაბაძემ ჩინებული შანსი ვერ გამოიყენა - ბობღიაშვილმა ბურთი კუთხურზე მოიგერია.
ამის შემდეგ კი ყველაზე საინტერესო ეპიზოდების ჯერი დადგა. გამეორების ნახვის გარეშე ძნელია რაიმეს მტკიცება, ამიტომაც დარწმუნებით ვერ ვიტყვით, დაირღვა თუ არა წესი "სპარტაკის" საჯარიმოში, მაგრამ ფაქტია, რომ არბიტრმა პენალტი არ დანიშნა, რასაც მასპინძელთა ემოციური პროტესტი მოჰყვა. თუმცა 71-ე წუთზე მსაჯმა მაინც გაიშვირა ხელი თერთმეტმეტრიანის ნიშნულისკენ - ბოიომოზე ხელით თამაში დაფიქსირდა. გამოცდილმა გივი დიდავამ წონასწორობა აღადგინა.
შეხვედრის ბოლო წუთები მთლიანად მასპინძელთა კარნახით წარიმართა. გრიშიკაშვილმა კარი გოგობერიშვილისა და შალამბერიძის დარტყმებისგან იხსნა, ერთხელ კი მისი როლი ბოიომომ იტვირთა და ბურთი კარის ხაზიდან გამოიტანა.
23.04. ბოლნისი. თ. სტეფანია. 400 მაყურებელი
სიონი-სპარტაკი 1:1
გოლები: 0:1 მეტრეველი (51. მ. ბარაბაძის პასით), 1:1 დიდავა (71. პენალტით)
სიონი სპარტაკი
4-3-3 4-3-3
ბობღიაშვილი გრიშიკაშვილი
კობაური ჭაფოძე
სვანიძე მგელაძე
დიდავა ბოიომო
ორბელაძე მანჩხავა
ლ. ნოზაძე მამუჩიშვილი
რეხვიაშვილი თ. შონია
გოგობერიშვილი ჯიშკარიანი
ჩირიკაშვილი მ. ბარაბაძე
ადამაშვილი ჯაკობია
რ. ჯიქია მეტრეველი
მწვრთნელი მწვრთნელი
ხ. ქასრაშვილი ბ. კვარაცხელია
სიონი
46. ადამაშვილი - დ. ლომაია
53. რეხვიაშვილი - შალამბერიძე
55. ჩირიკაშვილი - ისიანი
სათადარიგოები: ზუხბაია, ლ. ჩხეტიანი, გ. თარგამაძე, ნ. კვასხვაძე.
სპარტაკი
53. ჯიშკარიანი - დეკანოიძე
69. შონია - კილასონია
78. მ. ბარაბაძე - ბუზალაძე
სათადარიგოები: დაუშვილი, სეფიაშვილი, უგრეხელიძე, ზერეკიძე.
გაფრთხილება: მანჩხავა (29), რეხვიაშვილი (35), კობაური (60), ბოიომო (70), ბუზალაძე (89)
არბიტრი: ა. ნონიკაშვილი