ელიავა მალე დაბრუნდება, ორი კიდევ დაისვენებს

AutoSharing Option
"ზესტაფონის" ბოლო მატჩებმა ზაალ ელიავას გარეშე ჩაიარა. 26 წლის მარცხენა მცველი ფეროელთა ძირითადი შემადგენლობის მუდმივი წევრია და ბუნებრივია, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობით დავინტერესდით.

როგორც შევიტყვეთ, ელიავას ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა და იგი მოედანს ამ სეზონშივე დაუბრუნდება. სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ იგი სრულფასოვნად შეცვალა გიორგი ფოფხაძემ, რომელიც "ზესტაფონს" ზამთარში შეუერთდა.

რაც შეეხება ზურაბ მენთეშაშვილსა და გოგი ფიფიას, მიმდინარე სეზონში მათი მოედანზე ხილვა ნაკლებადაა მოსალოდნელი. შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ ორივემ ოპერაცია გაიკეთა და კვლავ სარეაბილიტაციო პერიოდს გადიან. მენთეშაშვილმა ხანგრძლივი ლოდინის შემდეგ "ზესტაფონში" თამაშის
უფლება კი მიიღო, მაგრამ თამაში მომავალი სეზონიდან მოუწევს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული