ორი გამარჯვება ქვედალიგელებთან

AutoSharing Option
ბოლო დღეებში "სამტრედიამ" ორი საკონტროლო მატჩი ჩაატარა და ორივეში გაიმარჯვა. შაბათს გელა სანაიას გუნდმა "ხონს" კვერენჩხილაძის გოლით 1:0 მოუგო, ორშაბათს კი ბაკარანძის დუბლითა და ბაკურაძის გოლით ლანჩხუთის "გურია" 3:1 დაამარცხა.

"გურიასთან" "სამტრედიამ" ამ შემადგენლობით ითამაშა: ძაგანია (ჯინჭარაძე) – სოსელია (კუპრეიშვილი), ხუმარაშვილი (დვალიშვილი), თ. შალიკაშვილი (გოგია), კირთაძე – ბაკურაძე, ფურთუხია (მახარაძე), ეცადეიშვილი (ბაკარანძე), პავლიაშვილი (ი. შალიკაშვილი), ჩომახიძე – კვერენჩხილაძე.

შეგახსენებთ, "სამტრედია" მომავალი სეზონისთვის ჯიხაიშში ემზადება და ამხანაგურ შეხვედრებსაც იქ მართავს. ეროვნული ჩემპიონატის დაწყებამდე იმერლები კიდევ ერთ ტესტ-მატჩს ჩაატარებენ. 7 აგვისტოს "სამტრედია"
პირველი ლიგის ბინადარ ხობის "კოლხეთს" უმასპინძლებს.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული