"ვიტ ჯორჯია" თურქეთში მოემზადება

AutoSharing Option
ცნობილი იყო, რომ "ვიტ ჯორჯია" უცხოური შეკრების მოწყობას აპირებდა და ადგილიც დაზუსტდა - სამთო კურორტი ბოლუ, რომელიც სტამბოლთან ახლოს მდებარეობს. ზურაბ ბერიძის გუნდი იქ 16-დან 30 ივლისამდე მოემზადება და საკონტროლო მატჩებსაც ჩაატარებს.

მანამდე კი "ვიტ ჯორჯია" მცხეთის სტადიონზე ივარჯიშებს და ამხანაგური შეხვედრების დიდ ნაწილსაც იქ ჩაატარებს. შეგახსენებთ, პირველ სპარინგში ვეტერინარები საჩხერის "ჩიხურას" 0:0 დაუზავდნენ.

კლუბის ახალწვეულთა შესახებ ბოლო დღეებში სიახლე აღარ გავრცელებულა. შეგახსენებთ, "ვიტ ჯორჯიამ" უკვე დაიმატა ოთხი ახალი ფეხბურთელი - მცველები გიორგი ხუმარიშვილი და გიორგი ოთარიშვილი და ნახევარმცველები გიორგი
ვაშაკიძე და ირაკლი ხუჭუა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
წასულია ამათი საქმე. ორივეს მადლობა, ბიჭებო!
ტარტაროზი
10:58 11-11-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული