ლაშა გვალია 300 ათასი ღირს!

AutoSharing Option
გერმანულმა სააგენტო "ტრანსფერმარკტმა" ფოთის "კოლხეთის" შემტევი ნახევარმცველი ლაშა გვალია 50 ათას ევროდ შეაფასა, ფოთელებისთვის კი 19 წლის პერსპექტიული მოთამაშე ბევრად უფრო ღირებული აღმოჩნდა.

ევროპის ლიგაზე ერევნის "ბანანცთან" შეხვედრამდე რუსთავის "მეტალურგმა" რამდენიმე ტრანსფერი განახორციელა. მაშინ გაუწყეთ, რომ რუსთაველებს ფოთის "კოლხეთის" 19 წლის ნახევარმცველის, ლაშა გვალიას გადაბირება სურდათ. თუმცა ახალწვეულების პრეზენტაციაზე, რომელიც სასტუმრო "ქორთიარდ მერიოტში" გაიმართა, ფოთელი არ გამოჩენილა.

შევიტყვეთ, რომ გუნდებს შორის მოლაპარაკება ჩაიშალა. მიზეზი ფოთის "კოლხეთის" პოზიცია ყოფილა - კლუბის მეპატრონეებმა პერსპექტიული ნახევარმცველის საფასურად 300 ათასი დოლარი მოითხოვეს. არც არის
გასაკვირი - კოლხების მთავარი მწვრთნელი სოსო ფილია გვალიაში დიდ პერსპექტივას ხედავს, "ლელოსთან" ინტერვიუში თქვა კიდეც, იმხელა პოტენციალი აქვს, რამდენიმე წელიწადში ეროვნულ ნაკრებში მოხვედრა შეუძლიაო და, ცხადია, იოლად ვერ შეელეოდა.

გვალიას არა მხოლოდ "მეტალურგში", უკრაინის ვიშელიგაში დაბრუნების მსურველ ვინიცას "ნივაშიც" იწვევდნენ, მაგრამ საერთოდ, უკრაინელებს ქართველების მინიმალურ ფასად წაყვანა სურთ და როდესაც ფოთელების პოზიცია შეიტყვეს, საქმე მოლაპარაკებამდეც არ მისულა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
ლასჰა როგორ მიკვარხარ. წარმატებებს გისურვებ შენ ამას იმსახურებ
marina
16:57 28-01-2012
0
გისურვებ წინსვლას,წარმატებებს და გამართლებას ცხოვრებაში!ძალიან გამეხარდა,კოჩაგ ლაშა!
ANI, USA
10:05 28-01-2012
0

სიახლეები პოპულარული