ბოლქვაძის გოლით "ტორპედომ" ურეკში მესამედ იმარჯვა

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედო" ურეკში მზადებას განაგრძობს. 15 ივლისს გუნდმა მეოთხე სპარინგი უმაღლესი ლიგის დებიუტანტ მარტვილის "მერანთან" გამართა.

ქუთაისელთა ვებგვერდის ცნობით, 26-ე წუთზე დავით ბოლქვაძისა და ირაკლი დოლიძის კომბინაცია ბოლქვაძემ ზუსტი დაარტყმით დააგვირგვინა - 1:0. ეს გოლი ერთადერთი გამოდგა და გიორგი კიკნაძისა და ზაზა ზამთარაძის შეგირდებმა გაიმარჯვეს.

"ტორპედო": მიგინეიშვილი, ფოფხაძე (60. ტაბატაძე), თოდუა (66. ფარულავა), ქემოკლიძე (66. ჩხარტიშვილი), მანჩხავა (60. გურული), ჩიკვილაძე (70. კუხიანიძე), დიღმელაშვილი, დოლიძე, სეთურიძე (46. კირკიტაძე), ბოლქვაძე, გოცირიძე (46. მეგრელაძე).

"ტორპედოს" ხუთი მოთამაშე აკლდა - მცირე ტრავმის გამო გიორგი
დათუნაიშვილი, აგრეთვე ახალგაზრდულ ნაკრებში გამოძახებული ოთხი ფეხბურთელი, რომლებიც ოთარ გაბელიამ თურქეთში "ქაისერთან" სათამაშოდ წაიყვანა. იქ გივი იოსელიანმა ძირითადში ითამაშა და 70-ე წუთზე შეცვალეს, შეუცვლელად ჩაატრა მატჩი თორნიკე თარხნიშვილმა, ნიკა საბანაძემ – ტაიმი, ცოტნე ხარაბაძემ კი 30 წუთი დაჰყო მოედანზე.

გუნდის პრესამსახურის ცნობით, 19 ივლისს "ტორპედო" მორიგ საკონტროლო შეხვედრას პირველი ლიგის ფავორიტ საჩხერის "ჩიხურასთან" ურეკშივე გამართავს, 20 ივლისს ქუთაისში დაბრუნდება და ორ დღეში სლოვენიაში გაემგზავრება, სადაც 1 აგვისტომდე დარჩება.

ბალკანურ შეკრებაზე "ტორპედოს" მურსკა სობოტაში გაჩერდება და სამ საკონტროლო მატჩს გამართავს: თელ ავივის "მაკაბისთან", ბელგრადის ოფკ-სთან და რუმინულ კრაიოვას "უნივერსიტატიასთან".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული