სანდრო იაშვილი "დინამოდან" მიდის?

AutoSharing Option
ახალი სეზონის წინ თბილისის "დინამომ" რამდენიმე ახალწვეული დაიმატა, მათ შორის იყო სანდრო იაშვილი, რომელიც გუნდთან ერთად ავსტრიაში მოემზადა, მაგრამ ევროპის ლიგის ვერც ერთ მატჩში ვერ მოხვდა 18-კაციან განაცხადში.

ასევე არ ჩანს გუნდში უნგრული "დიორი ეტოს" შემტევი ნახევარმცველი თემურ შარაშენიძე, რომლის "დინამოში" ჩარიცხვა გადაწყვეტილი ამბავი გვეგონა.

გუშინ ეროვნულ სტადიონზე გამართულ პრესკონფერენციაზე თბილისის "დინამოს" მთავარ მწვრთნელ ალექს გარსიას კითხვა იაშვილის თაობაზეც დაუსვეს: რატომ არ მიიღო მან მონაწილეობა არც ერთ მატჩში?

"მათ შესახებ მე ჩემი აზრი გამაჩნია, რაც ჩვენს სპორტულ დირექტორ გიორგი ნემსაძეს
ვუთხარი კიდეც. უკეთესი იქნება, ეს ნემსაძეს ჰკითხოთ", - თქვა გარსიამ, მისი ტონი კი დაახლოებით იმას ნიშნავდა, რომ იაშვილი და შარაშენიძე არ მჭირდებიანო.

კომენტარისთვის გიორგი ნემსაძეს მივმართეთ: "იაშვილს კლუბთან ხანმოკლე კონტრაქტი აქვს და ვერ გეტყვით, ასეთ მდგომარეობაში დარჩება, თუ სხვა კლუბში გადასვლას ამჯობინებს. ფაქტია, რომ გარსია მას არ ათამაშებს. რაც შეეხება შარაშენიძეს, "დინამოში" მისი გადმოსვლა გამორიცხულია, რადგან "დიორი ეტოსთან" მოქმედი კონტრაქტი აქვს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული