ხუბუა ზუგდიდში, გამარჯვება ბათუმში

AutoSharing Option
როგორც იცით, ზუგდიდის "ბაიამ" ზაფხულის სატრანსფერო ბაზარზე აქტიურად იმუშავა და არაერთი კვალიფიციური ფეხბურთელით გაძლიერდა. კლუბის ბოლო შენაძენია ნახევარმცველი გელა ხუბუა, რომელმაც რუსთავის "ოლიმპი" თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა.

ბოლო საკონტროლო მატჩი კი "ბაიამ" სტუმრად "ბათუმის" წინააღმდეგ ჩაატარა და 3:2 გაიმარჯვა. გოლები გიორგი მეგრელაძის, გიორგი კვესეიშვილისა და ალექსანდრე გოგობერიშვილის ანგარიშზეა.

"ბაიას" მთავარმა მწვრთნელმა ელგუჯა ქომეთიანმა თავისი გუნდი ამ შემადგენლობით ათამაშა: სომხიშვილი – კვეკვესკირი (კანდელაკი), რ. ონიანი, კვესეიშვილი, აკობია – დოლიძე, კ. ჩხეტიანი, ა. მუჯირი (ხიდეშელი), გოგობერიშვილი, გუგუჩია – მეგრელაძე.

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის
დაწყებამდე "ბაია" მეტ ამხანაგურ შეხვედრას აღარ ჩაატარებს და ორმხრივი თამაშებით შემოიფარგლება. უმაღლესი ლიგის პირველ ტურში 15 აგვისტოს ზუგდიდელები სტუმრად "ვიტ ჯორჯიას" შეხვდებიან.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული