დღეს ბორის პაიჭაძეს სახელობის ეროვნულ სტადიონზე "დინამოს" ახალი ფეხბურთელი წარადგინეს. ბასკმა ფეხბურთელმა ბოლო სეზონი ესპანური სეგუნდას ცნობილ კლუბ "ნუმანსიაში" გაატარა, მანამდე კი იგი "ლეიდაში" გამოდიოდა. მიკელ ალვაროსთან 2 წლიანი კონტრაქტი გაფორმდა, 11-ნომრიანი მაისური ფეხბურთელს კლუბის გენერალურმა დირექტორმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა გადასცა.
მიკელ ალვარო: "აქ ჩამოსვლით ძალიან ბედნიერი ვარ. "დინამოში" ძალიან კარგად მიმიღეს როგორც ესპანელმა, ასევე ქართველმა თანაგუნდელებმა. ძალიან ამაყი ვარ, რომ ისეთ ცნობილ კლუბში ვითამაშებ, როგორიც
ზურაბ პოლოლიკაშვილი: "მიკელ ალვაროს დიდი წარმატებებს ვუსურვებ "დინამოში". ჩვენ ვეცდებით კიდევ უფრო გავაძლიეროთ ჩვენი გუნდი. ყველანი მაქსიმუმს გავაკეთებთ, რათა "აეკ"-ის დამარცხება შევძლოთ და ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ვითამაშოთ. ფეხბურთელებს და მთლიანად გუნდს ყველა პირობა აქვს შექმნილი პრინციპული მატჩებისთვის ნაყოფიერად მომზადებისთვის".
fcdinamo.ge