მარტვილი-სპარტაკი 2:0
1:0 მანწკავა (73), 2:0 ტაპე (85. სუხიაშვილის პასით)
მერანი (3-5-2) სპარტაკი(4-2-3-1)
შეროზია ძაგანია
გ. ჟვანია ციმაკურიძე
იობაშვილი გ. კვარაცხელია
კაკუშაძე ტეტუნაშვილი
სუხიაშვილი ბოიომო
გ. მანწკავა ნ. მაისურაძე
ე.გრიგალაშვილი თ.შონია
დიდავა კილასონია
ამბროლაძე შალამბერიძე
კუჭუხიძე ჯიქია
ტაპე მეტრეველი
მწვრთნელი: მწვრთნელი:
მ. ჟვანია ბ.კვარაცხელია
მერანი
33. კუჭუხიძე - ჩალაძე
60. ამბროლაძე - სამადაშვილი
76. მანწკავა - წოწორია
სათადარიგოები: შალიკაშვილი, ჭაფოძე, იატრო, გ.შენგელია
სპარტაკი
60. კილასონია-მამუჩიშვილი
74. კვარაცხელია-ბუზალაძე
76. შალაბერიძე-გელაშვილი
სათადარიგოები: დაუშვილი, კაკაშვილი,ბურძენაძე,სეფიაშვილი
გაფრთხილება: იობაშვილი (18), გ.დიდავა (43), მანწკავა (45), შალამბერიძე (53), ბოიომო (59).
არბიტრი: ო. ხეცაძე (თბილისი)
მიმდინარე სეზონის
თავიდანვე აქტიურობდა ცხინვალელთა კაპიტანი გივი კვარაცხელია, რომლის დარტყმები ხან მცირედით ცდებოდა მარტვილელთა კარს,ხან კი მეკარე შეროზია თამაშობდა დამაჯერებლად. ყველაზე დასამახსოვრებელი ეპიზოდი ტაიმის ბოლოს მერანელებმა შექმნეს - ამბროლაძის გადაცემა გრიგალაშვილმა ვერ გამოიყენა - მისი დარტყმული მცირედით ასცდა ცხინვალელთა კარს.
Mმეორე ტაიმში უპირატესობას მასპინძლები დაეუფლნენ, თუმცა არც სტუმრები პასიურობდნენ და ფლანგებიდან ცდილობდნენ ხიფათის შექმნას. ერთ-ერთ მომენტში მაისურაძის გარღვევას "მერანის" კართან ხიფათი მოჰყვა, მაგრამ მეტრეველმა არაზუსტად დაარტყა.
63-ე წუთზე მარტვილელებს ჰქონდათ გოლის გატანის შესაძლებლობა, ელგუჯა გრიგალაშვილი პირისპირ დარჩა მეკარე ძაგანიასთან, მაგრამ ვერ აჯობა.
მალხაზ ჟვანიას გუნდის უპირატესობა თანდათან გამოიკვეთა და შედეგმაც არ დაახანა: 73-ე წუთზე გიორგი მანწკავამ დაახლოებით 25 მეტრიდან ეფექტური დარტყმით ანგარიში გახსნა - 1:0.
85-ე წუთზე ანზორ სუხიაშვილმა რამდენიმე მცველი მოატყუა, საჯარიმოში მარტოდმარტო დარჩენილი ტაპე მოძებნა, რომელმაც მეორედ დალაშქრა "სპარტაკელთა" კარი და გუნდის პირველი გამარჯვება დააფიქსირა უმაღლეს ლიგაში.
მატჩის შემდეგ
მალხაზ ჟვანია (მერანი): "დიდი მადლობა მინდა გადავუხადო გულშემატკივრებს, რომლებმას სრულად შეავსეს ტრიბუნები და გულმხურვალებ გვქომაგობდნენ. რაც შეეხება შეხვედრის საწყის წუთებს, ცოტა გაგვიძნელდა, თუმცა საბედნიეროდ გამოვასწორეთ თამაში და მატჩი სასურველი შედეგით დავასრულეთ".
ბადრი კვარაცხელია (სპარტაკი): "პირველ ტაიმში კარგად ვითამაშეთ, შევქმენით რამოდენიმე რეალური მომენტი, ზედმეტად ვირწმუნეთ საკუთარ ძალებში, რის გამოც საბოლოოდ დავისაჯეთ. მეტოქემ მხოლოდ და მხოლოდ მონდომების ხარჯზე გვაჯობა".
ბესიკ გვაზავა
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"