ლევანი ჯერ მხოლოდ დარბის და მსუბუქად ვარჯიშობს. ფეხის მცირე ტკივილი ლევანს ჯერ კიდევ აწუხებს და საბოლოოდ უახლოეს დღეებში გაირკვევა დასჭირდება თუ არა მას ოპერაციის გაკეთება.
შეგახსენებთ, რომ ლევან ხმალაძე გუნდთან ერთად საბერძნეთში იმყოფებოდა, სადაც "დინამო" ევროპის ლიგის პლეი ოფის პირველ შეხვედრაში "აეკს" შეხვდა და 0:1 დამარცხდა. ფეხბურთელმა შეხვედრაში მონაწილეობა ტრავმის გამო ვერ მიიღო.
მომზადებულია fcdinamo.ge-ს მიხედვით