რა მიზეზია, "კოლხეთი" რომ ასე მომთაბარეობს? ჯერ ცნობილ ამბავს გაგახსენებთ: როდესაც წინა ჩემპიონატი დასრულდა, საქართველოს მთავრობამ გორის, ქობულეთისა და ფოთის სტადიონებზე ბალახის საფრის დასაგებად ფეხბურთის ფედერაციას 2,5 მილიონი ლარი გამოუყო, ანუ 833 ათასი ლარი თითო მოედნის მოსაწყობად, რაც სავსებით საკმარისი იქნებოდა.
ფედერაციამაც ამ ქალაქების სტადიონებზე საფრის დასაგებად ტენდერი გამოაცხადა, თუმცა
ითქვა, ფედერაცია ახალ ტენდერს გამართავსო, მაგრამ ჯერ ამის შესახებ არაფერია ცნობილი, ეროვნულ ჩემპიონატის მონაწილე გუნდებისთვის ხარისხიანი მოედნის მოწყობის ვადამ კი, საუკეთესო შემთხვევაში, შემოდგომისთვის გადაიწია.
"დილას" კიდევ რა უჭირს, გორელებს ნორმალური მინდორი აქვთ და ამიტომაც სთხოვეს ფედერაციას, ჩვენს საფარს არ შეეხოთ და დასახარჯი თანხით სათადარიგო მოედნის მოგვიწყეთო.
ფოთელები კი მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ: ტენდერის იმედად "ფაზისზე" საფარი აიღეს, წინასწარი სამუშაოებიც წამოიწყეს და... მას შემდეგ ტენდერის შედეგების გამოცხადებას ელიან. თუ ეს ამბავი მალე გაირკვა, საფრის დასაგებად საუკეთესო დროა და ორ თვეში მოესწრება.
თუმცა, სანამ ახალი ტენდერის შედეგები გახდება ცნობილი, "კოლხეთის" ხელმძღვანელებს საშინაო მატჩებისთვის არენის სასწრაფოდ შერჩევა დასჭირდათ. ჯერ ზუგდიდის სტადიონზე შეაჩერეს არჩევანი, მაგრამ ამ ჩანაფიქრზე ორი მიზეზის გამო აიღეს ხელი: პირველი ის იყო, რომ "ბაიასა" და "კოლხეთს" თითქმის ერთ დღეს უწევდათ საშინაო შეხვედრები. კი იყო შესაძლებელი, ფედერაციასთან შეთანხმებით ფოთელთა მატჩი მეორე დღეს გამართულიყო, მაგრამ აქ მეორე საფრთხე იქმნებოდა - წვიმის შემთხვევაში ზუგდიდის მოედანი მეორე დღეს აღარ ივარგებდა, ასეთ დატვირთვებს ვერ გაუძლებდა.
ამიტომც გადაწყდა "კოლხეთის" საშინაო მატჩების ლანჩხუთში გამართვა. იქ სტადიონი "ფორმაში" კი ვერ არის, მაგრამ ფოთთან ახლო ქალაქია და მოედანსაც არა უჭირს. თანაც, გურულები გასაჭირში მყოფ მეზობლებს მხარში ამოუდგნენ და სტადიონის იჯარაში მინიმალური თანხა მოსთხოვეს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"