ბაია-გაგრა 3:0
1:0 ეხვაია (40), 2:0 სამუშია (87), 3:0 ქობალია (90)
ბაია გაგრა
4-4-2 3-5-2
სომხიშვილი კ. სეფიაშვილი
აფაქიძე კალანდაძე
რიგვავა ტყეშელაშვილი
ნ. შონია ზ. ჩხეტიანი
აკობია ხუციძე
ეხვაია ნ. ჯიშკარიანი
წურწუმია ნაკონეჩნი
მგელაძე შარიქაძე
გუგუჩია სიჭინავა
სიხარულია ორდინსკი
ქობალია კვანტალიანი
მწვრთნელი მწვრთნელი
ე. ქომეთიანი ა. პისკოვეცი
ბაია
66. გუგუჩია - ტყემალაძე
74. ეხვაია - ენდელაძე
83. სიხარულია - სამუშია
სათადარიგოები: მაქაცარია, შ. ლომია, სვირავა, პაჭკორია
გაგრა
46. სიჭინავა - ჭკუასელი
67. ზ. ჩხეტიანი - მაგაჯი
79. ჯიშკარიანი - ქართველიშვილი
სათადარიგოები: ბეგაშვილი, გაბუნია, ყურულაშვილი, ჭოხონელიძე
გაფრთხილება: აკობია (36)
გაძევება: ტყეშელაშვილი
არბიტრი: მ. ბეუქლიშვილი
მატჩის შედეგი, ერთი შეხედვით, მოულოდნელია, მაგრამ ყველაფერს აქვს დასასრული და არ არის გასაკვირი, "გაგრას" უდანაკარგო სერიას წერტილი რომ დაესვა. ისევე, როგორც წინა ტურში, ზუგდიდელებმა მაღალ დონეზე ითამაშეს, შინაური კედლების ფაქტორიც კარგად გამოიყენეს და სეზონში მესამე გამარჯვება მიითვალეს.
იქნებ, "გაგრა" მთლად ამხელა სხვაობით მარცხს არც იმსახურებდა, მაგრამ "ბაიას" ფეხბურთელებს საოცარი შემართება და საგოლე მომენტების რეალიზების კარგი უნარი არ უნდა დავუკარგით.
ზუგდიდელთაგან ამჯერადაც ირაკლი ქობალია გამოირჩეოდა, რომელიც თავისი გუნდის შეტევებსაც ეფექტურად ამწვავებდა და ხშირად მოედნის სიღრმიდანაც მოქმედებდა. კიდევ ერთხელ გამოჩნდა ისიც, რომ "ბაიას" მომავალი თაობის იმედი უნდა ჰქონდეს - თუკი გასულ ტურში გოლი ავანდილ ენდელაძემ გაიტანა, შაბათს თავი მისმა თანატოლმა გურამ სამუშიამ გამოიჩინა.
მოკლედ, მოულოდნელი ანგარიშზე უფრო ითქმის, თორემ "ბაია" საკუთარ მოედანზე კიდევ ბევრ გუნდს გაამწარებს და ამაში უცნაური არაფერი იქნება.
ნიკა გვათუა ზუგდიდიდან
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"