"ბენფიკას" მცველი "ტორპედოში"

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედოს" ოფიციალურმა ვებგვერდმა საყურადღებო საკადრო ცვლილებების თაობაზე გვაუწყა. გუნდი დატოვა საქართველოს ნაკრების ყოფილმა წევრმა გიორგი სეთურიძემ. 26 წლის ფლანგის ნახევარმცველმა ახალ კლუბთან კონტრაქტს მოაწერა ხელი - ის ამიერიდან რუსთავის "მეტალურგში" ითამაშებს, სადაც ორი წლის წინაც გამოდიოდა.

მორიგი სიახლე კი გუნდის გულშემატკივრებს უთუოდ გაახარებს - "ტორპედო" ქუთაისის ფეხბურთის აღზრდილით, ლისაბონის "ბენფიკას" სარეზერვო შემადგენლობის ვიცე-კაპიტან ბაქარ მირცხულავათი გაძლიერდა.

ტანმაღალი (184 სმ) ცენტრალური მცველი პორტუგალიაში ორი წელი თამაშობდა, მაგრამ იქ საქმეები ისე ვერ აეწყო, როგორც სურდა, თუმცა კლუბში მოწყობის იმედად იყო ზაფხულშიც,
როდესაც თბილისის "დინამო" დაუკავშირდა და მაშინ საქართველოში დაბრუნება არ ისურვა.

მირცხულავა საქართველოს 17 და 19-წლამდელთა ნაკრებებში საბა კვერკველიას მეწყვილე იყო, "ბენფიკას" დუბლებში შეუცვლელად თამაშობდა, ოთარ გაბელიამ ახალგაზრდულ ნაკრებშიც გამოიძახა რამდენჯერმე, მაგრამ, ცხადია, ზაფხულში უგუნდოდ დარჩენილი აღარ მიუწვევია.

19 წლის ცენტრალურმა მცველმა ქუთაისის "ტორპედოსთან" კონტრაქტი ოფციონის (2+3) წესით გააფორმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული