"20 წლის მეკარე, რომელიც განათხოვრებული იყო, "დინამოს" უბრუნდება და კვლავ გუნდის სრულუფლებიანი წევრი გახდება. ზარქუა ამჟამად ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობაში ესპანელებთან გასამართი პრინციპული მატჩებისთვის ემზადება, გუნდს კი ამ შეხვედრების შემდეგ შუერთდება", - გვითხრა "დინამოს" პრესატაშე გიგა გვენცაძემ.
მისივე თქმით, "დინამო დატოვა" ბოსნიელმა ნახევარმცველმა სამირ ჰაჯიბულიჩმა, იგი კარიერას სამშობლოში გააგრძელებს, რადგან მთავარ მწვრთნელ ალექს გარსიას მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებდა. გუნდთან მისი კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე შეწყდა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"