ფოთის "კოლხეთმა" სანაკრებო პაუზა კარგად გამოიყენა და სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე სამი მოთამაშე დაიმატა: ფოთელი გიორგი კილასონია, რომელიც გუნდში ადრეც თამაშობდა, მაგრამ ტრავმის გამო ბოლო წელი გაუცდა; ნახევარმცველი პავლე დათუნაიშვილიც, რომელიც "კოლხეთში" წინა სეზონშიც გამოდიოდა (კლუბმა ორივესთან ერთწლიანი კონტრაქტები გააფორმა) და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების კანდიდატი დავით კაკულია, რომელიც მოლდოვის უმაღლესი დივიზიონის "ოლიმპიაში" თამაშობდა.
ფოთელთა მთავარ მწვრთნელ სოსო ფილიას თქმით, თავისუფალი აგენტის სტატუსის მქონე 19 წლის პლეიმეიკერ კაკულიასთან ერთწლიანი კონტრაქტი გაფორმდა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"