ზესტაფონი-მერანი 3:1
1:0 შ. გრიგალაშვილი (31), 2:0 დვალი (44), 2:1 ამბროლაძე (58), 3:1 წინამძღვრიშვილი (71)
ზესტაფონი მერანი
4-4-2 4-4-2
რ. კვასხვაძე ჯ. შეროზია
ალადაშვილი კაკუშაძე
გ. ონიანი ჟვანია
მ. კობახიძე იობაშვილი
გაგოშიძე სუხიაშვილი
აფციაური მემარნიშვილი
ძარია დიდავა
გორგიაშვილი ე. გრიგალაშვილი
შ. გრიგალაშვილი ამბროლაძე
დვალი ტაპე
წინამძღვრიშვილი ლ. ჩალაძე
მწვრთნელი მწვრთნელი
გ. ჭიაბრიშვილი მ. ჟვანია
ზესტაფონი
60. აფციაური - სარდალიშვილი
64. ალადაშვილი - ბენაშვილი
74. ძარია - ფიფია
სათადარიგოები: მამალაძე, თ. ღონღაძე, საჯაია, ბაბუნაშვილი
მერანი
75. მემარნიშვილი - წოწორია
79. ტაპე - სამადაშვილი
88. ე. გრიგალაშვილი - ტორაძე
სათადარიგოები: გ. შენგელია,
გაფრთხილება: იობაშვილი (16), შ. გრიგალაშვილი (51), მემარნიშვილი (62), ე. გრიგალაშვილი (79)
არბიტრი: თ. გვანცელაძე
გიორგი ჭიაბრიშვილმა "ზესტაფონის" მთავარი მწვრთნელის რანგში ზესტაფონში პირველი მატჩი ჩაატარა და დებიუტი გამარჯვებით აღნიშნა. საქართველოს ჩემპიონებმა, რომლებიც წყვილის უდავო ფავორიტები იყვნენ, მარტვილელებს დამაჯერებლად აჯობეს და საკუთარ აქტივს ლოგიკური სამი ქულა შემატეს.
ფეროელები შესვენებაზე სოლიდური ჰანდიკაპით გავიდნენ, თუმცა "მერანს" თამაშის გადასარჩენად ცდა არ დაუკლია. სტუმართა იმედებს ცივი წყალი 71-ე წუთზე, რატი წინამძღვრიშვილის გოლით გადაესხა.
აღსანიშნავია, რომ ჭიაბრიშვილმა ახალგაზრდებს ამჯერადაც ნდობა გამოუცხადა და მართალია, "დინამოსთან" ჩატარებული შეხვედრისგან განსხვავებით, ამ მატჩში "ზესტაფონის" შემადგენლობა ოპტიმალურთან უფრო მიახლოებული იყო, მაგრამ ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ამ შეხვედრაში მონაწილეობა დუბლშემადგენლობის ორმა წევრმა, მალხაზ გაგოშიძემ და მიხეილ სარდალიშვილმა მიიღეს.
ღირსშესანიშნავი ამბავია გოგა ფიფიას დაბრუნებაც, რომელსაც მძიმე ტრავმის გამო რამდენიმე თვე გაუცდა. კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი კი ის არის, რომ ერთმანეთის პირისპირ ძმები, შოთა და ელგუჯა გრიგალაშვილები წარსდგნენ და სულაც არ არის გასაკვირი, გამარჯვება უფროსს რომ დარჩა, რომელმაც თავი გოლითაც გამოიჩინა.
"ზესტაფონის" შემადგენლობაში ამჯერადაც არ გამოჩენილა ნიკოლოზ გელაშვილი, თუმცა ამჯერად მისი არყოფნა გუნდს არ დასტყობია: წინამძღვრიშვილის გარდა ხომ მარტვილელთა კარი ჯაბა დვალმაც დალაშქრა.
მთლიანობაში, მოსალოდნელი შედეგის დაფიქსირების მიუხედავად, ზესტაფონში ღამის განათებაზე საკმაოდ სწრაფი და სანახაობრივი ფეხბურთი გაიმართა.
ნიკა გვათუა ზესტაფონიდან
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"