ალექს გარსია: ამჯერად გოლები მეორე ნახევარში გავიტანეთ

AutoSharing Option
"კოლხეთი"-"დინამო" 0:3 (0:0)
გოლები: 0-1 კვეკვესკირი (56), 0-2 კოშკაძე (63), 0-3 ჯიღაური (77)
არბიტრი: დავით ხარიტონაშვილი

დინამო : ლორია, ოდიკაძე, ჰომოლა, კაკუბავა, თომაშვილი, კვეკვესკირი, ალვარო ( ჯიღაური 73), კოშკაძე, კოტო, ლექვთაძე (რობერტინიო 61), იაგუე ( ფანცხავა 86)
კოლხეთი: ნადირაშვილი, ცხვიტარია, ინწკირველი, თედიაშვილი, დათუნაიშვილი, გოგონაია ( ცხადაია 74), შავგულიძე, ლემონჯავა, ქებაძე, გვალია, ჯანაშია ( ციცხვაია 70)

"კოლხეთი"-"დინამოს" მატჩის შემდეგ ორივე გუნდის მთავარმა მმწვრთნელმა განვლილი შეხვედრის შესახებ მცირე კომენტარი გააკეთა.

ალექს გ
არსია
: ჩაკეტილი თამაში იყო. პირველ ტაიმში მომენტები და კარის აღების შანსი არ გვქონია, პირიქით მეტოქემ შექმნა ხიფათი ჩვენ კართან. მეორე ნახევარში თამაში გაიხსნა და 3 ქულის მოპოვებაც შევძელით. ჩვენი მთავარი მიზანი მთელი 90 წუთის განმავლობაში დომინირება გახლავთ, ამჯერად გოლები მეორე ნახევარში გავიტანეთ.

სოსო ფილია: პირველ რიგში ვულოცავ "დინამოს" გამარჯვებას. "დინამო" კლასით და ოსტატობით ჩვენზე მაღლა დგას. ნეიტრალურ მოედანზე თამაშმა, კიდევ უფრო გაართულა ჩვენი ამოცანა. ვცდილობდით საკუთარ ნახევარზე გვეთამაშა და მეტოქისთვის ფლანგებიც გადაგვეკეტა, პირველ ტაიმში გამოგვივიდა, მეორე ტაიმში კი უკვე ვეღარ ვასწრებდით დინამოელებს და სივრცეები გაჩნდა, რამაც განაპირობა ჩვენი მარცხი.

ნიკა კვეკვესკირი: "კოლხეთი" კარგი გუნდია, ისინი მთელი გუნდით კომპაქტურად და ორგანიზირებულად იცავდნენ თავს. პირველი გატანილი ბურთის შემდეგ თამაში გაიხსნა და ჩვენ ფაქტობრივად ყველაფერი გამოგვდიოდა. ორმაგად ბედნიერი ვარ, რომ აქ, მშობლიურ გარემოში, ზუგდიდში მოვახერხე გოლის გატანა.

fcdinamo.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული