ბაია-ვიტ ჯორჯია 0:1
0:1 ვასაძე (13, კორიფაძის პასით)
ბაია ვიტ ჯორჯია
4-5-1 4-2-3-1
სომხიშვილი ძაძამია
რიგვავა ხურცილავა
აფაქიძე ადამაძე
მგელაძე კასრაძე
კანკია ღანიაშვილი
გუგუჩია გურამ გურეშიძე
ეხვაია ვასაძე
ნ.შონია კორიფაძე
ტყემალაძე ჯანელიძე
წურწუმია ზაქრაძე
ქობალია ჩიმაკაძე
მწვრთნელი მწვრთნელი
ე. ქომეთიანი ზ. ბერიძე
ბაია
46. კანკია - პაჭკორია
71. შონია - კუკავა
56. ეხვაია - სიხარულია
სათადარიგოები: ჯომიდავა, სვირავა, სამუშია, ენდელაძე
ვიტ ჯორჯია
69. ზაქრაძე - ოთარიშვილი
82. ჩიმაკაძე - სიხარულიძე
90. ვასაძე - გოგიაშვილი
სათადარიგოები: რეჭია, მაისაშვილი, გიორგი გურეშიძე, ვაშაკიძე
გაფრთხილება: წურწუმია (16), ხურცილავა (16), ქობალია (32), ღანიაშვილი (56), ზაქრაძე
არბიტრი: გ. ვადაჭკორია
სეზონის სტარტზე განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, მატჩის ფავორიტად "ბაია" იყო მიჩნეული, მაგრამ "ვიტ ჯორჯიამ" მედგრად იბრძოლა და ზუგდიდიდან შინ სამი ქულით ხელდამშვენებული დაბრუნდა.
ზუგდიდელებს ურიგოდ არც ამჯერად უთამაშიათ, მაგრამ არაერთი საგოლე მომენტი ვერ გამოიყენეს და დაისაჯნენ კიდეც. საკმარისია მხოლოდ იმის აღნიშვნა, რომ ლევან წურწუმიასა და ლუკა გუგუჩიას დარტყმებისგან სტუმრები კარის ძელმა იხსნა. ხოლო მაშინ, როცა ბურთი კარის ჩარჩოში მიდიოდა, უშეცდომოდ მოქმედებდა "ვიტ ჯორჯიას" მეკარე გიორგი ძაძამია.
"ბაია" მეორე ტაიმში კიდევ უფრო გააქტიურდა, მაგრამ ვიტელებმა მოპოვებული უპირატესობა ბოლომდე დაიცვეს და მიმდინარე ჩემპიონატში მეორე, ხოლო სტუმრად პირველი გამარჯვება მოიპოვეს. გიორგი ვასაძის გოლი კი გიორგი კორიფაძის ფლანგურ გარღვევას მოჰყვა.
"ბაია" ჩემპიონატის ლიდერობას დაემშვიდობა და სანამ "ზესტაფონს" გორის "დილასთან" გადადებული მატჩი ჩაუტარებია, მეორე ადგილს ინარჩუნებს. ზუგდიდელებს აქამდე მიმდინარე გათამაშებაში შინ ქულა არ ჰქონდა დაკარგული და საკუთარ კარსაც მშრალად ინარჩუნებდა.
ნიკა გვათუა
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"