გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იმერულ კლუბს სათავეში გია გეგუჩაძე ჩაუდგება, რომელიც ამასთანავე ავსტრიის ნაკრებში, ფრანკო ფოდას თანაშემწედ განიხილებოდა, რაც თავად გეგუჩაძემაც დაადასტურა, მაგრამ, ვინაიდან ფოდას ოფიციალური წარდგენა გადაიდო, ხოლო გეგუჩაძემ წინადადება "ტორპედოს" ხელმძღვანელობისგან მიიღო, ბოლო პერიოდის ერთ-ერთი წარმატებული ქართველი სპეციალისტი მუშაობას დაახლოებით ორ კვირაში, "ტორპედოში" შეუდგება.
"ლელოსთან" საუბრისას გია გეგუჩაძემ დაადასტურა, რომ "ტორპედოსთან" მოლაპარაკებები დაწყებულია, ხოლო კლუბის პრესატაშემ რამაზ ჩხიკვაძემ კი განაცხადა, რომ ამასთან
შეგახსენებთ, რომ ქუთათურებმა გასულ 5 ტურში მხოლოდ ორჯერ შეძლეს მოგება, სამჯერ კი დამარცხდნენ. 21 სექტემბერს, "დინამოსთან" გადადებულ მატჩში გუნდს დუბლშემადგენლობის მწვრთნელი გიორგი სუხიაშვილი გაიყვანს, მასვე მოუწევს "ბაიას" წინააღმდეგ "ტორპედოს" თავკაცობა.
როგორც ჩვენთვისაა ცნობილი, "ტორპედო" გეგუჩაძეს გრძელვადიან კონტრაქტს შესთავაზებს.
მაგდა კლდიაშვილი
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"