ალექსანდრე კოშკაძე: "ტორპედოსთან" ყოველთვის დაძაბული და რთული თამაში არის, როგორც ფეხბურთელებისთვის, ასევე გულშემატკივართათვის.
"დინამოსა" და "ტორპედოს" მონაწილეობით კარგი თამაშები გამოდის. უგოლოდ, ფაქტობრივად, არც ერთი შეხვედრა არ სრულდება, თუ არ ჩავთვლით გამონაკლის მატჩებს. იმედი მაქვს, ქუთაისში სტადიონი გაივსება და ჩვენი ერთგული გულშემატკივრებიც დაესწრებიან თამაშს.
დიდი იმედი მაქვს, რომ კლასიკო შედგება! როდესაც
განახლებულ სეზონში ჯერჯერობით "ტორპედოს" თამაში არ მინახავს, ერთი ის ვიცი, რომ ქუთაისს კარგი გუნდი ყავს და ძალიან მაგარი თამაშის მოლოდინში ვარ. მეტოქე გუნდის რიგებიდან ბოლქვაძეს, მეგრელაძეს და გოცირიძეს გამოვარჩევდი - მათ საკმაო გამოცდილება აქვთ და ვფიქრობ, მთავარ ხიფათს სწორედ მათგან უნდა ველოდოთ.
მეტოქე ყველა რგოლში კარგი ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული, მაგრამ ჩვენ მხოლოდ მოგება გვმართებს. ქუთაისში მოსაგებად ჩავდივართ, რამდენად გამოგვივა ეს ყველაფერი, ამას უშუალოდ თამაში გვიჩვენებს. ის ატმოსფერო, რაც ქუთაისში სტადიონზე სუფევს "დინამოსთან" დაპირისპირებისას, არანაირად არ მოქმედებს ჩვენზე უარყოფითად.
როდესაც მოედანზე გავდივართ, მხოლოდ და მხოლოდ ფეხბურთზე ვფიქრობთ ყველანი. სავსე ტრიბუნების წინ გამარჯვებას კი სულ სხვა ხიბლი აქვს.
fcdinamo.ge