"სპარტაკმა" "კოლხეთს" ვერ მოუგო - 1:1

AutoSharing Option
25.09.2011. თბილისი. მ.მესხი
სპარტაკი-კოლხეთი 1:1
გოლები: 1:0 რუხაძე (34. ნ. მაისურაძის პასით), 1:1 ჯანაშია (80)

სპარტაკი კოლხეთი
4-4-2 4-4-1-1
ძაგანია ბობღიაშვილი
ციმაკურიძე გ. კილასონია
ბოიომო შავგულიძე
ლომაია ინწკირველი
ხუბუა ლემონჯავა
ნ. მაისურაძე გოგონაია
თ. შონია მდივნიშვილი
ვ. კილასონია გვალია
თიბილაშვილი პ. დათუნაიშვილი
რუხაძე ქებაძე
ზ. მეტრეველი ზ. ჯანაშია

სათადარიგოები:
სპარტაკი: ნ. დაუშვილი, ბურძენაძე, მამუჩიშვილი, სამხარაძე
კოლხეთი: ნადირაშვილი, ცხადაია, გულუა, ცხვიტარია

შეცვლები
სპარტაკი
23. ხუბუა - ტეტუნაშვილი
58. რუხაძე - დ. გელაშვილი
86. ვ. კილასონია - ქანთარია

კოლხეთი
46. მდივნიშვილი - ციცხვაია
77. გოგონაია - წიქარიშვილი
85. პ. დათუნაიშვილი - გელაჭეიშვილი

გაფრთხილება: ვ. კილასონია
(3), ციმაკურიძე (87), ზ. ჟანაშია (90)

არბიტრი: ო. ხეცაძე

ვლადიმერ ხაჩიძის ხელში "სპარტაკმა" მეორე მატჩი ჩაატარა და ცხინვალელები უკეთ გამოიყურებოდნენ, ვიდრე წინა, საგარეო შეხვედრაში "გაგრასთან", თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ამ ჩემპიონატში პირველი მოგებისთვის ეს საკმარისი არ გამოდგა.

პირველ ტაიმში მასპინძლები დომინირებდნენ, მეორეში - სტუმრები, თუმცა ისიც სათქმელია, რომ ცხინვალელებს ფოთელებზე უკეთესი მომენტები ჰქონდათ და "კოლხები" გოლს ორჯერ სასწაულებრივად გადაურჩნენ. მე-11 წუთზე ვარლამ კილასონიას საჯარიმო დარტყმისას სტუმრები ძელმა იხსნა, 63-ეზე კი ნიკოლოზ მაისურაძის შორეული გასროლისას ბურთი ხარიხამ აისხლიტა.

დასაწყისში მეტოქეებმა ერთმანეთი თითო დარტყმით მოსინჯეს, მერე კი მასპინძელთა უპირატესობა გამოიკვეთა, თუმცა მათ გატანა დაუგვიანდათ. 34-ე წუთზე მაისურაძის მიერ მარცხნიდან ჩაწოდებისას ახალბედა შემტევმა ნახევარმცველმა ბუბა რუხაძემ (რომელმაც მთავარ გუნდში მეორედ, ძირითადში კი პირველად ითამაშა) მცველებს დაასწრო და ანგარიში გახსნა. სპარტაკელები არ დამცხრალან, თუმცა ზვიად მეტრეველისა და კილასონიას მცდელობებმა უშედეგოდ ჩიარა, შონიას დარტყმისას კი მეკარე ბობღიაშვილმა იმარჯვა. "კოლხებიც" არ იყვნენ უქმად, გვალიას ძაგანიამ არ გაატანინა. ტაიმის ბოლოს რუხაძე მეორე დაემუქრა ფოთელეთა კარს, მაგრამ მის საჯარიმო დარტყმას ბობღიაშვილი დაუხვდა მარჯვედ.

მეორე ნახევარში სტუმრებმა გამოიღეს ხელი. გვალიას დარტყმისას ძაგანიამ ივარგა, მე-60 წუთზე ციცხვაიამ კი გაიტანა, მაგრამ თამაშგარე იმდენად აშკარა იყო, სტუმრებს არც გაუპროტესტებიათ. ფოთელთა გააქტიურებამ სპარტაკელები გამოაფხიზლა და მათ ორი რეალური მომენტიც შექმნეს - ჯერ მაისურაძეს შეეძლო ანგარიშის გაზრდა, მერე კი დავით გელაშვილის დარტყმული მცირედით ასცდა სტუმართა კარს. ამის შემდეგ ისევ "კოლხებმა" იძალეს, უპირატესობას დაეუფლნენ, გოლი თანდათან მოამწიფეს და მიზანსაც მიაღწიეს - მე-80 წუთზე ქებაძის დარტყმისას ძაგანიამ ბურთი უხერხულად მოიგერია, მცველებს ზამირ ჯანაშიამ დაასწრო და წონასწორობა აღადგინა. დარჩენილ დროში მეტოქეებმა თითო მომენტი გაცვალეს, მაგრამ დავით ლომაიასა და იმავე ჯანაშიას გარჯას შედეგი არ მოჰყოლია.

ნიკა გვათუა
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული