"დინამომ" ბოლნისში "სიონი" დაჩაგრა - 3:0

AutoSharing Option
02.10. ბოლნისი. თ. სტეფანია. 500 მაყურებელი
სიონი-დინამო 0:3
0:1 ჩისკო (18), 0:2 კოშკაძე (20, კახელიშვილის პასით), 0:3 ჩისკო (42, კახელიშვილის პასით).
სიონი დინამო
4-5-1 4-3-3
ზუხბაია გრიშიკაშვილი
სვანიძე ოდიკაძე
თარგამაძე თომაშვილი
კობაური ჰომოლა
გ. ოქროპირიძე რეხვიაშვილი
გაბრიჭიძე კვეკვესკირი
რეხვიაშვილი კოშკაძე
ისიანი ჩისკო
ვ. ბოლქვაძე კახელიშვილი
ქუცურუა კოტო
ფეიქრიშვილი იაგუე
სიონი
46 ისიანი-უგულავა
46 ფეიქრიშვილი-მ. ოქროპირიძე
72 ქუცურუა-კობერიძე
სათადარიგოები: ლობჟანიძე, ადამაშვილი, ხურციძე, კემუხტაშვილი.

დინამო
40 რეხვიაშვილი-კაშია
46 კვეკვესკირი-თექთურმანიძე
73 ჩისკო-პარუნაშვილი
სათადარიგოები: ნადირაძე, ფირცხალავა, ლექვთაძე, ფანცხავა.

არბიტრი: გ. ვადაჭკორია

"ფეხბურთი. სიონი (ბოლნისი)-დინამო
(თბილისი). დასაწყისი 15 საათზე" - ბოლნისის ქუჩებში გამოკრულ აფიშებზე ეს უჩვეულოდ არათანაბარი ზომის ასოებით ეწერა: "დინამო" "სიონზე" ორჯერ დიდი იყო.

გახდა 15 საათი და დავინახეთ, რომ გუნდებს შორის კლასში სხვაობაც ისეთივეა, როგორიც წარწერებში - სადღეისოდ თბილისელები ერთი თავით მაღლა დგანან ბოლნისელებზე. ეს სატურნირო ცხრილიდანაც ჩანს: "დინამოს" 16 ქულა აქვს და პირველ ადგილზეა, "სიონი" კი 2 ქულით ფსკერზეა.

გუნდებს შორის სხვაობაზე ბევრი კი ვილაპარაკეთ, მაგრამ საწყის 14 წუთში მოედანზე უთანასწორობა არაფერში იგრძნობოდა, მეტიც - "სიონის" მოთამაშეებს რომ ეთამამათ, "დინამოს" კარს სერიოზულად დაემუქრებოდნენ. თუმცა მე-14 წუთზე სტუმართა ესპანელმა ლიდერმა ჩისკომ ინდივიდუალური ოსტატობის წყალობით დასარტყმელი პოზიცია გამოითავისუფლა, ძელი შეაზანზარა და შეგვახსენა, ვინ იყო ფავორიტი. ეს სხვა დინამოელებმაც გაიხსენეს და ტაიმის ბოლომდე ბოლნისელებისთვის ამოსუნთქვის საშუალება არ მიუციათ. წინასწარ გეტყვით, რომ მეორე 45-წუთეულზე სალაპარაკო ბევრი არაფერია, ამიტომ გოლებზეღა თუ ვიტყვით.

ძელის შერყევიდან 4 წუთში "დინამომ" კუთხური "ბარსელონას" ყაიდაზე გაითამაშა, რასაც მეკარის საჯარიმოში ბურთის ჩაწოდება მოჰყვა. პოზიცია სწორად შეარჩია ჩისკომ, ბურთს მუხლი დაუხვედრა და ანგარიში გახსნა - ეს მისი მეოთხე გოლია ჩემპიონატში.

მალე მარცხენა ფლანგზე გაილაღა კახელიშვილმა, საჯარიმოში კოშკაძე დასარტყმელ პოზიციაზე გაიყვანა და 2:0.

მესამე გოლიც მარცხენა ფლანგიდან კახელიშვილის ჩაწოდებას მოჰყვა. ამჯერად კარის წინ ჩისკო აღმოჩნდა და თავურით სხვაობა სამამდე გაზარდა. შესაძლოა, "დინამოს" ქომაგები (რომლებიც აქტიურად, სიმღერებით გულშემატკივრობდნენ გუნდს) მუხლითა და თავით შეგდებული ბურთების შემდეგ ჩისკოსგან ფეხით გატანილსაც ელოდნენ, მაგრამ 42-ე წუთის შემდეგ გოლი აღარ გასულა.

მეორე ნახევარში მასპინძლებს  ბადის შერხევის მეტი შანსი ჰქონდათ, მაგრამ რაღაც არ ეყოთ. ეს "რაღაც" ერთი სიტყვით არ ითქმის: გამოცდილების, თავდაჯერებისა და სხვა კომპონენტების ჯამია.

სატურნირო ცხრილი
გ მ ფ წ ბ ქ
1. დინამო 8 6 1 1 17-7 19
2. ზესტაფონი 8 5 2 1 14-11 17
3. მეტალურგი 8 4 2 2 9-5 14
4. ბაია 8 4 1 3 11-6 13
5. ტორპედო 8 4 1 3 7-6 13
6. ვიტ ჯორჯია 8 3 2 3 8-10 11
7. მერანი 8 3 2 3 8-10 11
8. დილა 8 3 1 4 13-12 10
9. გაგრა 8 3 1 4 9-8 10
10. სპარტაკი 8 1 4 3 5-8 7
11. კოლხეთი 8 1 3 4 4-10 6
12. სიონი 8 0 2 6 3-15 2

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული