"სიონის" კარში ორი გოლის ავტორმა და ამავდროულად მიმდინარე გათამაშების ბომბარდირმა ესპანელმა ჩისკო მუნიოსმა, მატჩის შენდეგ მცირედი კომენტარი გააკეთა. აქვე გთავაზობთ თბილისის "დინამოს" ფეხბურთელის ნიკა კვეკვესკირის შეხვედრის შემდგომ გაკეთებულ შეფასებას.
შეგახსენებთ, რომ თბილისის "დინამომ" გასვლით შეხვედრაში ბოლნისის "სიონს" დაუპირისპირდა და 3:0 გაიმარჯვა.
ჩისკო:"ტრავმის შემდეგ, თანაგუნდელების დახმარებით ადაპტაცია მალე გავიარე და სათამაშო რიტმში ჩავჯექი. რასაკვირველია სასიამოვნოა, რომ ორი ბურთი გავიტანე და ბომბარდირი ვარ, მაგრამ მთავარია მოვიგეთ და ლიდერები ვართ. 3:0-ის მიუხედავად იოლი თამაში არ იყო. ეს გამარჯვება ყველამ თანაბრად დავიმსახურეთ.
ნიკა კვეკვესკირი:
"ბოლნისის "სიონთან" თამაში ყოველთვის რთულია, პირველ ტაიმში სწრაფად შევძელით მეტოქის გატეხვა, მეორე ტაიმში კი "სიონი" გააქტიურდა და შეტევებსაც ახორციელებდნენ. სანაკრებო პაუზის წინ ამ მატჩის მოგება მნიშვნელოვანი იყო. "
fcdinamo.ge