ალექს გარსია: "დინამომ" ერთ-ერთი საუკეთესო თამაში აჩვენა

AutoSharing Option
"დინამო"-"გაგრას" (3:0) დაპირისპირების დასრულების შემდეგ, მიხეილ მესხის საპრესკონფერენციო დარბაზში, მონაწილე გუნდის თავკაცები ჟურნალისტთა წინაშე წარსდგნენ.

ალექს გარსია:"პირველ ტაიმში საკმაოდ კარგად გვეჭირა ბურთი და აქედან გამომდინარე სათამაშო უპირატესობას ვფლობდით. მეორე ნახევარში მეტოქემ გახსნილი თამაში შემოგვთავაზა, რამაც გოლების გატანის საშუალება მოგვცა. მინდა აღვნიშნო, რომ "გაგრა" ძლიერი გუნდია.

დღეს საფეხბურთო თვალსაზრისით "დინამომ" ერთ-ერთი საუკეთესო თამაში აჩვენა, მეორე ტაიმი კი განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია, სწორედ ამ მონაკვეთში მოვახერხეთ მეტოქის საბოლოოდ გატეხვა და სასურველი სამი ქულის მოპოვება. ჩვენ ძალიან ბევრი მომენტი გვქონდა და მაქსიმალურად გამოვიყენეთ, ეს
ყოველივე კი ანგარიშზეც აისახა.

რაც შეეხება ხოჭოლავას, პირველ რიგში მივულოცავ მას სადებიუტო შეხვედრის ჩატარება.ის კარგი ფეხბურთელია, მისი იმედი გვაქვს და მას მომავალში პირველი გუნდის ფეხბურთელად მოვიაზრებთ".

ზვიად ჯელაძე:"ვულოცავ "დინამოს" გამარჯვებას. სამწუხაროდ წავაგეთ, მაგრამ ასეთი ანგარიშით მარცხს ნამდვილად არ ვიმსახურებდით. ჩვენ პირველ ტაიმში კარგად ვითამაშეთ, მეორე ტაიმში კი სწრაფად გავუშვით გოლი, რამაც ჩვენი სათამაშო სქემა ფაქტიურად არია.

გაშვებულმა ბურთმა ბიჭებზე დიდი ზეგავლენა იქონია და შეხვედრა დიდი ანგარიშით წავაგეთ. იმედი გვაქვს დარჩენილ შეხვედრებში უკეთესად ვიასპარეზებთ, "დინამოს" კი მინდა წარმატება ვუსურვო".

fcdinamo.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული