კარლეს კოტო: "სპარტაკთან" მოგება ჰაერივით გვჭირდებოდა

AutoSharing Option
ცხინვალის "სპარტაკთან" (2:0) მოგებული შეხვედრის შემდეგ, "დინამოს" ესპანელმა ლეგიონერმა კარლეს კოტომ, რომელიც ცხინვალელთა კარში გატანილი პირველი გოლის ავტორია, გუნდის ოფიციალური ვებ-გვერდისთვის კომენტარი გააკეთა.

კარლეს კოტო:"ვიცოდით რომ ძალიან რთული თამაში გველოდა. "სპარტაკთან" მოგება სატურნირო თვალსაზრისით ჰაერივით გვჭირდებოდა. კმაყოფილი ვარ, რომ უკანასკნელ შეხვედრებში გოლები გამაქვს და მიხარია, რომ გუნდის წარმატებულ თამაშში ჩემი წვლილიც შემაქვს. წინ გორის "დილასთან" დაძაბული და მნიშვნელოვანი სათასო მატჩი გველის.

პირველ თამაშში უპირატესობა გვქონდა და ჩემი აზრით მეტოქეს ვჯობდით, მაგრამ საგოლე მომენტების ვერ გამოყენების გამო დავისაჯეთ და ფრედ ვითამაშეთ.
ვიცით რომ ფავორიტები ვართ და ეს მოედანზე გვექნება დასამტკიცებელი, თანაც ისეთ მინდორზე, სადაც ფაქტიურად გამორიცხულია საუკეთესო თამაშის ჩვენება, თუმცა ვალდებულნი ვართ 1/8 ფინალური ეტაპი გავიაროთ.

"დინამოს" დატვირთული კალენდარი აქვს, მაგრამ ეს ფაქტორი ფეხბურთელებს დისკომფორტს არ გვიქმნის, პირიქით ჩვენ პროფესიონალები ვართ და სასიამოვნოა კიდეც, როდესაც ასე ხშირად გიწევს მოედანზე საყვარელი საქმის კეთება".

fcdinamo.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული