"რეაბილიტაციას ოთხ კვირაში ვასრულებ, ეს კი იმას ნიშნავს, რომ წლეულს ვეღარ ვითამაშებ. მოედანზე გასვლა კი შემეძლება, მაგრამ ფორმა ხომ უნდა აღვიდგინო, რათა ძირითადში დასაბრუნებლად ვიბრძოლო, ნაადრევად დაბრუნება კი გაუმართლებელი რისკია. ასე რომ, მოსამზადებელ ეტაპამდე აჯობებს დაცდა.
ბელგიაში ცნობილ ექიმ მარტენსთან ვმკურნალობდი, რომელიც რეაბილიტაციისა და მოედანზე დაბრუნების მომენტს განსაკუთრებული სიფრთხილით ეკიდება. წარმოიდგინეთ,
საქართველოში მუხლის ოპერაციის გაკეთებას ამიტომაც მოვერიდე. შესაძლოა, თავად ოპერაცია კარგად გააკეთონ, მაგრამ რეაბილიტაციის პროცესის კარგად წარმართვაა პრობლემა. ამ დროს კი მთავარი კუნთის "ამოყვანაა", ჩვენთან კი სწორედ ეს ჭირს", - გვითხრა ხიდეშელმა.
გიორგის ტრიბუნიდან "ზესტაფონის" თამაშის ყურება უჭირს: "უთამაშებლობას ძალიან განვიცდი. თანაგუნდელების დახმარება მინდა, მაგრამ... ეს ძალიან უსიამოვნო ემოციაა. ბოლო შეხვედრა ქუთაისის "ტორპედოსთან" რომ წავაგეთ, სტადიონზე ადგილს ვერ ვპოულობდი, ისე ვინერვიულე.
ბევრი მომენტი გვქონდა და, ჩემი აზრით, არ გაგვიმართლა.. თუმცა ამ წაგებით არაფერი იცვლება, "ზესტაფონი" ჩემპიონია და აუცილებლად ვიბრძოლებთ ტიტულის შესანარჩუნებლად".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"