ახლაც, სამტრედიიდან მცხეთამდე საქართველო თოვლშია გახვეული. გამონაკლისი არც ქუთაისია და "ტორპედო" ნორმალურად ვარჯიშს ვერ ახერხებდა. არადა, კვირას გუნდი ჩემპიონატის აუტსაიდერ "სიონს" ბოლნისში სტუმრობს, არასრულფასოვნი ვარჯიშით კი მოგება აუტსაიდერთანაც ძნელია. ამიტომაც "ტორპედოს" მთავარმა მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ თბილისში ადრე ჩამოსვლა ამჯობინა.
ტორპედოელები მატჩისთვის ახალგარემონტებულ "საბურთალოს" (სამედიცინო უნივერსიტეტის) სტადიონზე მოემზადებიან, სადაც უკვე ორი თვეა, ცხინვალის "სპარტაკიც" ვარჯიშობს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"