საქართველოს ჩემპიონატში კიდევ ერთი მატჩი გადაიდო

AutoSharing Option
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით საფეხბურთო ჩემპიონატის ერთი მატჩი გადაიდო.

მარტვილის "ცენტრალურ" სტადიონზე ადგილობრივი "მერანი" საქართველოს მოქმედ ჩემპიონს "ზესტაფონს" უნდა შეხვედროდა, თუმცა მატჩი გარკვეული ვადით გადაიდო.

როგორც გაირკვა, სტადიონის მოედნის საფარი დათოვლილი და მოყინულია, ხოლო მისი სათამაშოდ მომზადება ვერ მოხერხდა.

შეგახსნებთ, რომ გასულ კვირას უამინდობის გამო საქართველოს ჩემპიონატის მე-15 ტურის ხუთი შეხვედრა გადაიდო. აღსანიშნავია, რომ "ზესტაფონსა" და "მერანს" უკვე ზედიზედ მეორე მატჩის გამოტოვება უწევთ.


მკითხველის კომენტარები / 1 /
და ფედერაცია საერტოდ რას აკეტებს
zaza,zaza
12:55 04-12-2011
0

სიახლეები პოპულარული