კოლხეთი-გაგრა 2:3 - პრეზიდენტებო, უყიდეთ ფეხბურთელებს პამპერსი!

AutoSharing Option
04.12.2011. ლანჩხუთი. ევ. შევარდნაძე. 150 მაყურებელი
კოლხეთი-გაგრა 2:3
0:1 შარიქაძე (22), 0:2 შარიქაძე (45+1), 1:2 ციცხვაია (67), 2:2 ყურულაშვილი (საკ. კარში, 76), 2:3 ნაკონეჩნი (87. გაბედავას პასით)

კოლხეთი გაგრა
4-1-4-1 4-3-2-1
ნადირაშვილი ბეგაშვილი
კილასონია ხუციძე
ცხვიტარია კალანდაძე
ლომაშვილი ტყეშელაშვილი
ლემონჯავა ჯგერენაია
ქებაძე გაბედავა
პ. დათუნაიშვილი ნაკონეჩნი
გვალია ყურულაშვილი
ცხადაია შარიქაძე
მდივნიშვილი ჯიშკარიანი
ციცხვაია ჯერემია
მწვრთნელი მწვრთნელი
დ. მახარაძე ზ. ჯელაძე

კოლხეთი
46. ლემონჯავა-მეგრელიშვილი
58. გვალია-შავგულიძე
68. კილასონია-წიქარიშვილი
სათადარიგოები: ბობღიაშვილი, თედიაშვილი, გელაჭეიშვილი, გულუა

გაგრა
68. ჯერემია-კვანტალიანი
75. შარიქაძე-ჩხეტიანი
90+2. ნაკონეჩნი-ზვიადაძე
სათადარიგოები: მაღრაძე, სიჭინავა, ხოჯაშვილი, ჭკუასელი

გაფრთხილება: ჯერემია (57), ჯგერენაია (62), ჩხეტიანი (85)
არბიტრი: გ. ვადაჭკორია (თბილისი)

გუშინდელ შეხვედრას ორივე გუნდისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. ცხრილის ქვედა ნაწილში "გამაგრებულ" მეტოქეებს, ფაქტობრივად, უკან მისახედი აღარ ჰქონდათ და ამ შეხვედრაში "კოლხეთსაც" და "გაგრასაც" მხოლოდ მოგებაზე უნდა ეთამაშათ. ასეც მოხდა: მიუხედავად იმისა, რომ "ევგრაფი შევარდნაძის" საფარი საკმაოდ ცუდად გამოიყურებოდა (როგორც ჩანს, 25 წლის წინანდელმა საფარმა ამდენ მასპინძლობას ვეღარ გაუძლო), გუნდებმა ერთურთს ფიცხელი ბრძოლა შესთავაზეს და ამაზე 5 გატანილი გოლიც მეტყველებს.

თავიდან უპირატესობას კოლხები ფლობდნენ, ისინი დიდ დროს ატარებდნენ შეტევებში, თუმცა ტაიმის ნახევარი ისე მიიწურა, ხეირიანი ხიფათი არ შეუქმნიათ.

სამაგიეროდ, ლამის პირველივე მომენტი გამოიყენეს სტუმრებმა - ლევან შარიქაძემ საჯარიმოს მისადგომებთან მიიღო ბურთი, მატჩის უდავოდ გამორჩეული მობურთალი ჩინებულად გაერკვა სიტუაციაში და ლამაზი გოლით ანგარიში გახსნა - 0:1.

ამის შემდეგ "მასპინძლებს" შეტევა უნდა გაეძლიერებინათ და ასეც მოხდა, თუმცა გაგრელთა კონტრშეტევები სულ უფრო სახიფათო ხდებოდა. ფოთელებს აშკარად აკლდათ დაცვის ლიდერი ლექსო ინწკირველი.

გაშვებული გოლიდან 2 წუთში "კოლხეთი" მეორე გოლს გადაურჩა, მალე კი ამავესგან გუნდი მეკარემ იხსნა.

თუმცა სტუმრებმა ორბურთიანი ფორის მოპოვება პირველივე ტაიმში მოახერხეს - დამატებულ წამებზე ერთ-ერთი კონტრშეტევისას ბოლომდე იბრძოლა შარიქაძემ - მან კოლხთა უკანახაზელ გიორგი ლემონჯავას შეცდომა დააშვებინა, ბურთის მოგერიების ნაცვლად მცველმა მისი შენარჩუნება სცადა, ტალახმა ამაში ხელი შეუშალა და... შარიქაძე ნადირაშვილს ჯერემიასთან ერთად პირისპირ შეეყარა და გატანა არ გასჭირვებია - 2:0.

მატჩის ბედი თითქოს აქ გადაწყდა, მაგრამ კოლხები რომ ამას იოლად არ შეჰგუებიან, თამაშმაც გამოაჩინა. ისინი ბევრს ცდილობდნენ, თუმცა იმ წუთებში არაფერი გამოსდიოდათ. ამასთან, მწვავე იყო გაგრელთა კონტრშეტევები, შარიქაძე და ჯერემია წინ ბურთს კარგად იჭერდნენ და კოლხ მცველებს პრობლემებს უქმნიდნენ.

76-ე წუთზე მატჩს ინტრიგა დაუბრუნდა - მას შემდეგ, რაც დათუნაიშვილმა საჯარიმოში სახიფათოდ ჩააწოდა, სტუმართა მცველმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა - 2:2. მანამდე კი ლევან შავგულიძის ჩაწოდებული უხეიროდ მოიგერიეს მცველებმა და დავით ციცხვაიას გოლმა კოლხებს სტიმული მისცა.

ბოლო 15 წუთი დრამატული გამოდგა. "კოლხები" უტევდნენ, თუმცა მათაც და "გაგრასაც" კონტრშეტევაში ხელს მინდვრის საფარი უშლიდათ. "მასპინძლებს" თითქოს ჰქონდათ ფსიქოლოგიური უპირატესობა, მაგრამ ფრეზე ყაბულს არც "გაგრა" ჩანდა. საბოლოოდ კი იღბალი სწორედ სტუმარს აღმოაჩნდა - კოლხთა მეკარემ ბოლო წუთებში სტუმართა ლამის ერთადერთი ხიფათი ბურთის კუთხურზე გადაგდებით განმუხტა, მაგრამ იქიდან მოწოდებულს ნაკონეჩნიმ კარგად შეურჩია ადგილი და თავურით თავის გუნდს მნიშვნელოვანი გამარჯვება მოუტანა.

ბოლოს კი იმ სამწუხარო ფაქტის შესახებ, რაც შესვენებისას მოხდა და რასაც ქომაგების მწვავე რეაქცია მოჰყვა - "გაგრას" სათადარიგო ფეხბურთელებმა, არც მეტი, არც ნაკლები, მოედნის პირას მოშარდეს, ანუ გააკეთეს ის, რაც წლების წინ ეროვნულ სტადიონზე ფარერელებმა ჩაიდინეს. თუ მაშინ უცხოელებმა შეუარაცხჰყვეს ჩვენი მთავარი არენა, ამჯერად ქართველებმა წაბილწეს სტადიონი და შეურაცხყოფა მიაყენეს თამაშზე მოსულ ქომაგს!

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 8 /
გასაგებია, რომ ეს ფაქტი დასაგმობი და გასაკრიტიკებელია,მაგრამ აშკარად იკვეთება ჟურნალისტის ცალმხრივი დამოკიდებულებაც. რატომ არის საკითხი მხოლოდ ერთი მხრიდან გაშუქებული, ვერ ვხვდები... ამ თამაშს მეც ვესწრებოდი ქომაგის სტატუსით და არ მიკვირს, რომ ყველაფერი ასე "დაგვირგვინდა".. ფეხბურთელებისთვის ელემენტარული პირობები არ არის შექმნილი (გასახდელიც კი) და რა გიკვირთ?! და რაც შეეხება ჟურნალისტს- საინტერესოა, რატომ არ აღნიშნა, რომ იმავე საქციელით "კოლხებიც" გამოირჩეოდნენ? :) და ჯობია ერთ რამეს მიექცეს ყურადღება - არ მგონია, რომ -2 გრადუსის დროს ვინმეს უხაროდეს ბუნებაში მოშარდვა, ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ ფეხბურთელებისთვის ელემენტარული პირობა არ იყო შექმნილი და ასეთ დროს ჯობია საერთოდ არ ჩატარდეს იქ თამაში. ჟურნალისტს შეეძლო ესეც განეხილა თავის სტატიაში.მის კომენტარს რაც შეეხება - ფოტოს გამოქვეყნებას წინა ხედით - არ მგონია, რომ ვინმეს უღირდეს აუტკივარი თავის ატკიება - ნუ გვავიწყდება, რომ გუნდებს იურისტებიც ჰყავთ და თავისუფლად შეუძლიათ ამის გამო სარჩელის შეტანა. წინა კომენტარის ავტორს ვეთანხმები - ბოლო აბზაცი აშკარად პროვოკაციულია. ჟურნალისტს წერის დროს უფრო მეტი სიფრთხილისკენ მოვუწოდებ!
komentari
14:35 07-12-2011
0
ეთიკის არმქონე ჟურნალისტი კი არა ასეთი ფეხბურთელების ყურება გულისამრევია ვიდრე ქომაგობა. ხალხი მათი თამაშის საყურებლად დადის და ეს ს....ი კიდევ პირდაპირ საქმობენ თუ რა არის ვერ ვხვდები? ეთიკა ამ ხალხს უნდა ასწავლო თუ ისწავლიან ეს ყ.....ი აწი რამეს? ჟურნალისტთან პრეტენზია გაქვთ კიდევ, ყოჩაღ რაა
sabo
00:43 09-12-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული