რობერტინიო:"წლის ბოლოსკენ გუნდმა აშკარად გამოასწორა თამაშის ხარისხი, უფრო შედეგიან და მიმზიდველ ფეხბურთს ვთამაშობთ. ბოლო ორმა შეხვედრამ ყველას დაანახა, რომ "დინამოს" გაცილებით მეტი შეუძლია.
უკვე წლის ბოლოა, მაგრამ ძალიან მონდომებულები და მობილიზებულები ვართ. დარჩენილ თამაშებშიც შევეცდებით, რომ ქულათა მაქსიმუმი ავიღოთ და პირველი ადგილი შევინარჩუნოთ.
ჩემს ასპარეზობას რაც შეეხება, იმედს დავიტოვებ, რომ უახლოეს შეხვედრაში მომიწევს გუნდის დახმარება. მატჩისთვის მზად ვარ და დარწმუნებული ვარ, რომ "კოლხეთთან" "დინამო" თავის მე-500-ე შეხვედრას