სპარტაკი-მეტალურგი 0:1
გოლი: 0:1 რაზმაძე (89)
სპარტაკი მეტალურგი
4-2-3-1 4-2-3-1
ძაგანია ბედიაშვილი
თიბილაშვილი გავაშელიშვილი
ტეტუნაშვილი მახვილაძე
ბოიომო კვარაცხელია
ნ. მაისურაძე დობროვოლსკი
თ. შონია ქავთარაძე
ვ. კილასონია რაზმაძე
შალამბერიძე გეწაძე
რ. ჯიქია მიქაბერიძე
შარაშენიძე ი. მაისურაძე
მეტრეველი ტატანაშვილი
მწვრთნელი: მწვრთნელი:
ვ. ხაჩიძე კ. ჟორჟიკაშვილი
სპარტაკი:
74. შარაშენიძე - დ. გელაშვილი
სათადარიგოები: ნ. დაუშვილი, ბურძენაძე, დეკანოიძე, ლობჯანიძე, მერეჩკო, მამუჩიშვილი.
მეტალურგი:
46. გეწაძე - ჭედია
77. ტატანაშვილი - პავლიაშვილი
სათადარიგოები: ბათიაშვილი, წენგუაშვილი, ჩადუნელი, კვახაძე.
გაფრთხილება:
არბიტრი: ჯ. ხორავა
ერთ-ერთი აუტსაიდერისა და ლიდერთა ჯგუფის წარმომადგენლის მატჩი დაძაბულად წარიმართა და ვერ ვიტყვით, რომ ეს მოულოდნელი იყო. წლევანდელ ჩემპიონატში რომელი აუტსაიდერი როდის "გაისვრის" და ვის დაუდებს სარმას, ამის პროგნოზირება შეუძლებელია.
"მეტალურგმა" აქტიურად დაიწყო თამაში, მაგრამ მეტოქის კარის სიახლოვეს რუსთაველებს ან სიზუსტე აკლდათ, ან "სპარტაკის" მეკარე ლაშა ძაგანია თამაშობდა კარგად: სახიფათო იყო, მაგრამ შედეგი არ მოჰყოლია რევაზ გეწაძის შეტევას; ლამაზი და დასამახსოვრებელი გამოდგა ქავთარაძე-მიქაბერიძე-ტატანაშვილის სწრაფი სამსვლიანი კომბინაცია, როცა უკანასკნელი დასარტყმელ პოზიციაზე გავიდა, მაგრამ ბურთი კარს მცირედით ააცილა. მე-20 წუთზე ტატანაშვილმა კი გაიტანა, ოღონდ თამაშგარე მდგომარეობიდან.
26-ე და 42-ე წუთებზე ირაკლი მაისურაძის, 35-ე წუთზე კი გეწაძის დარტყმების შემდეგ ძაგანიამ ისევ საიმედოდ ითამაშა.
უსაქმოდ არც სპარტაკელები ყოფილან, მაგრამ მომენტები ვერ შექმნეს. მათ მეორე ტაიმი გაცილებით აქტიურად დაიწყეს, თუმცა სახიფათო კონტრშეტევები ისევ "მეტალურგმა" განახორციელა: 48-ე წუთზე გიორგი ჭედიამ გიორგი მიქაბერიძე დასარტყმელ პოზიციაზე გაიყვანა, მაგრამ ძაგანია დროულად გამოვიდა და ვითარება განმუხტა. 62-ე წუთზე ისევ მიქაბერიძემ შეუტია, მოედნის შუისკენ შეიწია და მოჭრილი დარტყმით შეეცადა ანგარიშის გახსნას - ძაგანიამ ბურთი ნახტომით მოიგერია.
მატჩი დასასრულს უახლოვდებოდა და თითქოს "სპარტაკს" ძლიერ მეტოქესთან ქულა უნდა მოეპოვებინა, მაგრამ ცხინვალელებს ყურადღების წამიერი მოდუნება ძვირად დაუჯდათ: საჯარიმოს სიახლოვესთან ლუკა რაზმაძეს არავინ შეებრძოლა, "მეტალურგის" საყრდენმა ძლიერად დაარტყა, ბურთი მცველს მოხვდა, მიმართულება შეიცვალა და კარში აღმოჩნდა - 0:1.
სტუმართა სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, მასპინძლები კი ერთობ დამწუხრდნენ - მატჩის დასრულებამდე ხომ ორიოდე წუთი რჩებოდა. "სპარტაკმა" მაინც გაიბრძოლა და კინაღამ გაათანაბრა: დამატებულ დროში მასპინძლების მიერ შესრულებული საჯარიმოს მერე ზვიად მეტრეველმა თავური დაარტყა, ბურთი ძელს მოხვდა და მიწაზე დაცემამდე ბედიაშვილმა ხელში დაიჭირა - ეს კარის ხაზზე გააკეთა თუ შიგნით? ცხინვალელები არბიტრ ჯენერი ხორავასგან გოლის ჩათვლას ითხოვდნენ, მაგრამ მან თამაშის გაგრძელება ანიშნა და საბოლოოდ "მეტალურგის" გამარჯვება დააფიქსირა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"