ალექს გარსია: თუ პრობლემა უცხოელი მწვრთნელია, დღესვე წავალ სახლში

AutoSharing Option
საქართველოს ჩემპიონატის მე-18 ტურში მარტვილის "მერანთან" წაგებული (1:2) შეხვედრის შემდეგ, გუნდის ოფიციალური ვებ-გვერდისთვის ალექს გარსიამ მცირე კომენტარი გააკეთა.

ალექს გარსია:"პირველ ნახევარში თამაშის მიმდინარეობას სრულად ვაკონტროლებდით. გოლის გატანა მოვახერხეთ და არაერთი საგოლე მომენტიც შევქმენით.

შეხვედრის მეორე ნახევარში კი მსაჯმა "შეგვისრულა". პენალტი თამაშგარე მდგომარეობიდან დაგვინიშნეს, პირველ გოლი კი გამოგონილ ჯარიმას მოჰყვა. სამწვრთნელო შტაბი გუნდს მეტოქის წინააღმდეგ სათამაშოდ ამზადებს და არა მსაჯების წინააღმდეგობის დასაძლევად.

მეგონა სერიოზულ ხალხთან მქონდა ურთიერთობა - დღეს რაც გვერდითმა მსაჯმა გააკეთა, ეს ფეხბურთელების დაცინვაა და მეტი არაფერი. თუ პრობლემას
წარმოადგენს "დინამოს" უცხოელი მწვრთნელი, თქვან და დღესვე წავალ სახლში. დაანებონ ფეხბურთელებს თავი და საქმეს მაქსიმალურად სერიოზულად მოეკიდნონ".
მკითხველის კომენტარები / 11 /
დევდარიანი დუბლებში უნდა იყოს და ეს ფიზკულტურის მასწავლებელი მთავარ გუნდში??? სირცხვილიააა
vaxo
15:15 19-12-2011
0
რაც კარგები ვართ ქართველები ვართ, ეგვარიანტია? რა საცოდაობაა ვინ უნდა დანიშნონ უკეთესი ნეტა რამდებს ვიცინებ
rezo
14:28 19-12-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული