გარსია "დინამოში" რჩება

AutoSharing Option
ესპანელი ალექს გარსია, სულ მცირე 2012 წლის მაისამდე, თბილისის "დინამოში" დარჩება. ამის შესახებ განცხადება "დინამოს" სპორტულმა დირექტორმა, გიორგი ნემსაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

მისივე თქმით, გარსიას მიმართ უკმაყოფილება არსებობს და ამას არც არავინ მალავს, თუმცა გარსია გუნდში დარჩება, რადგან იგი "დინამოში" გარკვეული პროგრამით არის მოწვეული, ჯერ საკუთარი შესაძლებლობები არ ამოუწურავს და კიდევ აქვს პოტენციალი, "დინამოსთვის" სასიკეთო საქმე გააკეთოს.

"გუნდის ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება გარსიას გუნდში დატოვების შესახებ. არსებობს უკმაყოფილება მის მიმართ და ამას არავინ მალავს. გუნდს 12 ქულა აშორებს საქართველოს ჩემპიონობას.
თუმცა, საერთო შეჯამება მაისის ბოლოს მოხდება, სწორედ მაისში გადაწყდება, ალექს გარსია გააგრძელებს თუ არა "დინამოს" ხელმძღვანელის თანამდებობაზე საქმიანობს", - აღნიშნა ნემსაძემ.

გარდა ამისა, როგორც დღევანდელ პრესკონფერენციაზე ითქვა, თავად, გარსიასთან ერთად, მოიძიებს ნიჭიერ ფეხბურთელებს, მათ შორის კი, ძირითადად, იქნებიან ის ქართველი ფეხბურთელები, რომლებიც დიდი ხანია, უცხოეთის კლუბებში თამაშობენ.

ინტერპრესნიუსი
მკითხველის კომენტარები / 2 /
საწყენია ის რომ, ბატონი რომან ფიფია ამდენ ფულს ახარჯებს დინამოს,მაგრამ შედეგი არ ჩანს.
ramo
19:57 23-12-2011
0
გარსიას დატოვებით დინამო წელს ჩემპიონობაზე უარს ამბობს,გარსიას დინამო 12 ქულიან ჩამორჩენას ვერ აღმოუფხვრის ზესტაფონს ეგ გამორიცხულია...არადა საწყენია
negredo
19:35 23-12-2011
0

სიახლეები პოპულარული