"გაგრას" გეგმები და ოვონიკოკოს იმედი

AutoSharing Option
"გაგრას" პრესსამსახური იუწყება, რომ გუნდი მოსამზადებლად ანთალიაში 23 იანვარს გაემგზავრება, მანამდე კი ამხანაგური შეხვედრები დაიგეგმა.

უკვე გაუწყეთ, რომ "გაგრა" ზესტაფონში ჩასვლასა და საქართველოს ჩემპიონთან თამაშს გეგმავდა. ეს მატჩი, სავარაუდოდ, 17 იანვარს გაიმართება. კიდევ ერთი საკონტროლო შეხვედრა 20 იანვარს ბოლნისის "სიონთან" თბილისშია დაგეგმილი.

ცნობილია, რომ გუნდის ლიდერები ლევან შარიქაძე და აბაიომი ოვონიკოკო კარიერას საქართველოს მოქმედ ჩემპიონ "ზესტაფონში" გააგრძელებენ.

ტრავმის გამო დიდი ხნის უთამაშებელი ოვონიკოკო კი მომჯობინდა და ამბობს, რომ ვარჯიშს მალე განაახლებს:

"რეაბილიტაციის პროცესი ჯერ არ დასრულებულა, მაგრამ იმედიანად ვარ, რადგან
მალე ვარჯიშს დავიწყებ. "ზესტაფონი" შემტევ ფეხბურთს თამაშობს, რაც ყოველთვის მომწონდა. მათ წინააღმდეგ არაერთხელ მითამაშია და ვიცი გუნდის ძალა და შესაძლებლობები. ამიტომაც მიხარია, მინდორს ამ გუნდის მაისურით რომ დავუბრუნდები."

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული