"დილადან" ყველას არც უშვებენ, მაგრამ ყველა რომ ვერ დარჩება, ესეც ცხადია. უკვე შევიტყვეთ რამდენიმე სიახლის შესახებაც, რაც კლუბში დაგვიდასტურეს: გორში გააგრძელებს კარიერას "ვიტ ჯორჯიას" ყოფილი კაპიტანი გიგა ბეჭვაია, ერთ-ერთი ფეხბურთის ფედერაციის მიერ დეკემბერში ამნისტირებულ
"დილაში" ითამაშებენ ფოთის "კოლხეთის" ფეხბურთელები, 30 წლის გამოცდილი ცენტრალური მცველი ლექსო ინწკირველი და 20 წლის დავით მეგრელიშვილი. ინწკირველს გულშემატკივარი იცნობს და წარდგენა არ სჭირდება, მეგრელიშვილი კი სოსო ფილიას მიერ დაწინაურებული პერსპექტიული ახალგაზრდაა, რომელიც მარცხენა ნახევარმცველისა და მცველის პოზიციაზე თამაშობს.
შევიტყვეთ ისიც, რომ გორელები თბილისის "დინამოსთან" მოლაპარაკებას აწარმოებენ ირაკლი ლექვთაძისა და შოთა კაშიას იჯარის თაობაზე. გავრცელდა ხმები, თითქოს "დილაში" გიორგი კახელიშვილის განათხოვრებასაც აპირებდნენ, მაგრამ ეს ამბავი სარწმუნოდ არ გვეჩვენება, რადგან "დინამოში" ყველა გასანათხოვრებელი მოთამაშე გააფრთხილეს, კახელიშვილისთვის კი ასეთი რამ არ უთქვამთ.
ამას გარდა, "დილას" თავკაცები ცხინვალის "სპარტაკიდან" გაშვებული თავდამსხმელების, რევაზ ჯიქიასა და ზვიად მეტრეველის, აგრეთვე ზუგდიდის "ბაიას" თავდამსხმელ ირაკლი ეხვაიას დამატებაზეც ფიქრობენ. თუმცა ჯერ უცნობია, აქედან რა გამოვა.
"დილა" კი დღეს იწყებს მომზადებას - მთავარმა მწვრთნელმა თემურ მახარაძემ პირველი შეკრება თბილისის "ამერის" სტადიონზე დაგეგმა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"