მაკარ აქუბარდია "ბაიას" დაუბრუნდა

AutoSharing Option
საშემოდგომო ეტაპის შემდეგ ზუგდიდის "ბაიაში" მნიშვნელოვანი საკადრო ცვლილებები მოხდა: გუნდი დატოვეს გამოცდილმა მეკარე გიორგი სომხიშვილმა, ნიკა მგელაძემ, პერსპექტიულმა ახალგაზრდებმა - ლუკა გუგუჩიამ, ლევან წურწუმიამ, გურამ სამუშიამ, დათა რიგვავამ, ირაკლი ეხვაიამ.

თუმცა გუნდში მატებაცაა: შევიტყვეთ, რომ "ბაიაში" დააბრუნეს ამნისტირებული როინ ონიანი და ცენტრალური მცველი მაკარ აქუბარდია, რომელიც ექვსი თვეა,რაც არ ჩანდა.

აქუბარდიას გვარი დისკვალიფიცირებულ მოთამაშეთა ხუთეულში არ ფიგურირებდა, მაგრამ ამ სკანდალის შემდეგ "ბაიადან" ის და დავით ქირიაც გაუჩინარდნენ. ქირია პირველი ლიგის ჭიათურის "მაღაროელში" თამაშობდა, აქუბარდია კი უგუნდოდ იყო. რა იყო ამის
მიზეზი, ჩვენთვის უცნობია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული