ზაზა ჯანაშიას ძმა, ზამირი - ”ტორპედოში”

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედომ" სეზონის მეორე ეტაპისთვის მზადება თბილისში დაიწყო, გუშინ კი ქუთაისში ჩავიდა და საღორიას ბაზაზე ივარჯიშა. "ტორპედო" იქ 20 იანვრამდე დარჩება, მერე კი მზადებას თურქეთში გააგრძელებს.

"ტორპედოში" ახალი ფეხბურთელი გამოჩნდა - 23 წლის ზამირ ჯანაშია, რომელიც საქართველოს ნაკრებისა და მოსკოვის "ლოკომოტივის" ერთ დროს წამყვანი ფორვარდის, ზაზა ჯანაშიას ძმაა.

ზამირი ბოლოს ფოთის "კოლხეთის" ფეხბურთელი იყო, მანამდე თბილისის "დინამოშიც" ირიცხებოდა. უმცროს ჯანაშიასთან "ტორპედოს" კონტრაქტი ჯერ არ გაუფორმებია, თუმცა ყველაფერი აქეთკენ მიდის.

"ტორპედოსთან" ხელშეკრულება დაუმთავრდა 30 წლის თავდამსხმელ რევაზ გოცირიძეს. სავარაუდოდ, კლუბი და
ფეხბურთელი ახალ კონტრაქტზე შეთანხმდებიან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული