გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე თბილისის "დინამოს" მთავარმა მწვრთნელმა, ალექს გარსიამ ილაპარაკა ესპანელ ახალწვეულზე, გოგიტა გოგუას ფაქტობრივად შეთანხმებულ ტრანსფერზე, გიორგი მერებაშვილსა და ირაკლი ძარიაზე, მაგრამ სეფიაშვილზე სიტყვაც არ უთქვამს.
როგორც ჩანს, გამორჩა: შევიტყვეთ, რომ სეფიაშვილმა "დინამოსთან" კონტრაქტს გუშინ მოაწერა ხელი. ხელშეკრულება სამწლიანია და 1+2 სისტემით გაფორმდა, ამის შემდეგ ნახევარ საათში კი 25 წლის მეკარემ გუნდთან ერთად
სეფიაშვილს "დინამომდე" უთამაშია თბილისის "მერანში", თბილისის "სპარტაკში", ბოლნისის "სიონში", ცხინვალის "სპარტაკსა" და "გაგრაში". გერმანული ინტერნეტსააგენტო "ტრანსფერმარკტი" ქართველ მეკარეს 225 ათას ევროდ აფასებს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"