"გაგრა" - "მერანზე", მხოლოდ ძუნძულით

AutoSharing Option
მზადებას განაგრძობს "გაგრაც". გუნდი "მერანის" სტადიონის სათადარიგო მინდორზე მსუბუქად დაიტვირთა, შემდეგ ორი დღე იპოდრომზე გადაინაცვლა, ორი დღეც "დინამოს" სტადიონის სარბენ ბილიკებზე ივარჯიშებს.

გაუგებრობა გამოიწვია "ლელოს" ამასწინდელმა ინფორმაციამ, რომ გუნდმა "მერანის" სტადიონზე ივარჯიშა. თურმე, ფეხბურთის ფედერაციამ გუნდს მოსთხოვა, რომ "მერანის" მთავარ მოედანზე არ ივარჯიშოს, რათა ჩემპიონატის განახლებისას მოედანი მაქსიმალურად კარგ მდგომარეობაში იყოს.

"გაგრას" ხელმძღვანელობამაც მინდვრის მიხედვა დაიწყო, ამიტომ გაგრელებმა "მერანის" სათადარიგო მოედანზე იძუნძულეს და არა ძირითადზე.

გუნდი ბურთით ვარჯიშსაც მალე შეუდგება და მუხრანის საწვრთნელ ბაზაზე გადაინაცვლებს, 16 იანვარს კი ზესტაფონელებს ეწვევა
ამხანაგურად სათამაშოდ. სპარინგი დაგეგმეს 17 იანვარსაც, 18-ში კი "გაგრა" "ამერზე" გორის "დილას" შეხვდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
გაუმარჯოს გაგრას
givi
22:10 14-01-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული