ზესტაფონის რეაქცია

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის გასულ ტურში "ზესტაფონმა" საკუთარ მოედანზე "ოლიმპი" 1:0 დაამარცხა, რასაც რუსთავული კლუბის მთავარი მწვრთნელის, თემურ მახარაძის მწვავე რეაქცია მოჰყვა. "რას უნდა გახდე, როცა 12 კაცს ეთამაშები?! ასეთი მსაჯობა არ შეიძლება! სხვადასხვა სათამაშო თუ სადაო ეპიზოდებში მასპინძლების მხარეს იჭერდნენ და მეტი რაღა უნდა გაეკეთებინათ?!", - ასეთი იყო მახარაძის მატჩისშემდგომი კომენტარი.

ამას კი უკვე "ზესტაფონის" რეაქცია მოჰყვა. იმერული კლუბის ოფიციალურ ვებგვერდზე პრესსამსახურის განცხადება გამოქვეყნდა, სადაც მახარაძის მოსაზრება გაზიარებული არაა და პირიქით, აღნიშნულია, რომ დავით ხარიტონაშვილის მსაჯობითა და ამა თუ იმ
ეპიზოდში მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით "დავით აბაშიძეზე" შეკრებილმა გულშემატკივარმა არაერთხელ გამოთქვა უკმაყოფილება.

"ზესტაფონის" განცხადებაში ისიცაა აღნიშნული, რომ "ოლიმპი" გასულ სეზონში საქართველოს ჩემპიონი მსაჯობასთან დაკავშირებული არაერთი სკანდალის ფონზე გახდა და მისი ყოფილი მწვრთნელი ოთარ კორღალიძე ყოველი, თუნდაც მოგებული მატჩის შემდეგ აპელირებდა არაობიექტურ მსაჯობაზე.

"ზესტაფონი" უახლოეს დღეებში აპირებს მიმართოს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას, საქართველოს პროფესიული ფეხბურთის ლიგასა და სფფ-ის მსაჯთა და დამკვირვებელთა კომიტეტს, რათა შესაბამისი შეფასება მიეცეს "ზესტაფონი"-"ოლიმპის" შეხვედრის მომსახურე მსაჯთა ბრიგადის მუშაობას და სათანადო რეაქცია მოჰყვეს მახარაძის სიტყვებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული