უმაღლესი ლიგის ყველა მატჩი 19 თებერვალს გაიმართება

AutoSharing Option
თუ დიდთოვლობამ ეროვნული ჩემპიონატის კალენდარში კორექტივები კიდევ არ შეიტანა, უმაღლესი ლიგა 19 თებერვალს განახლდება.

კალენდრის მიხედვით, მე-20 ტური 18 თებერვალს უნდა გახსნილიყო "გაგრასა" და "ზესტაფონის" მატჩით, თუმცა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საშეჯიბრო კომიტეტმა "მერანის" სტადიონის წესრიგში მოსაყვანად "გაგრას" ერთი დღე დაუმატა და ყველა შეხვედრა 19 თებერვალს გაიმართება.

ამ დღეს ერთმანეთს შეხვდებიან:
გაგრა-ზესტაფონი
კოლხეთი-ვიტ ჯორჯია
სპარტაკი-ტორპედო
ბაია-დილა
მეტალურგი-დინამო
სიონი-მერანი

ჩემპიონატის განახლებამდე "ლელო" საქართველოს სტადიონებზე არსებულ მეტეოროლოგიურ პირობებზე მოგაწვდით ინფორმაციას. იმედია, 19-ში ყველა მატჩი შეუფერხებლად გაიმართება და არც შემდგომ ტურებში შეიქმნება რაიმე დაბრკოლება.

უმაღლესი ლიგის განახლების გადადების გამო კლუბებმა საკუთარ გრაფიკში თითო საკონტროლო მატჩი კიდევ შეიტანეს. 14 თებერვალს ქუთაისში "ტორპედო" ფოთის "კოლხეთს" უმასპინძლებს, ზუგდიდში კი "ბაია" მარტვილის "მერანს" მიიღებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული