სიონი-მერანი 0:0
სიონი მერანი
4-3-3 4-3-3
ბობღიაშვილი შეროზია
კობაური გეგეჭკორი
ქემოკლიძე იობაშვილი
სვანიძე კიკალიშვილი
ჩიკვილაძე სუხიაშვილი
ჯოჯუა მანწკავა
კაციტაძე დიდავა
დ.ბოლქვაძე ე.გრიგალაშვილი
ჭანკოტაძე ბოხუა
მეტრეველი ტაპე
გველესიანი ჩალაძე
მწვრთნელი მწვრთნელი
ხ.ქასრაშვილი ა.ჩხაბერიძე
სიონი
68. ჭანკოტაძე - ხიდეშელი
75 . გველესიანი - ოქროპირიძე
სათადარიგოები: ლობჟანიძე, ლ. ჩხეტიანი, ხურციძე, გაბრიჭიძე
მერანი
58. ბოხუა - ამბროლაძე
75. ჩალაძე - ტორაძე
სათადარიგოები: მელიავა, წოწორია, ფონიავა, ვართაგავა, შენგელია
გაფრთხილება: შეროზია (89)
გაძევება: სვანიძე(72)
არბიტრი: დ.ხარიტონაშვილი
"სიონის" და "მერანის" სატურნირო მდგომარეობა ისეთია, რომ ამ შეხვედრაში მოპოვებულ თუ დაკარგულ ქულებს მათთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა არ ჰქონდა. "მერანს" თავი
როგორც უნდა იყოს, გუნდები მოედანზე არ მცონარობდნენ, ორივემ მოინდომა და ქულა შეიმატა. გამარჯვების უკეთესი შანსი კი "სიონს" ჰქონდა.
პირველი სახიფათო მომენტი ბოლნისელებმა შექმნეს - მარჯვნიდან ჩაწოდებული ბურთი ოლეგ გველესიანს ერთი შეხებით უნდოდა კარში გადაეგზავნა, მაგრამ ჩანაფიქრს ტექნიკური წუნი დაემატა და ბურთი დიდი მანძილით ასცდა კარს.
"სიონს" ჰყავს ფეხბურთელები, შორი მანძილიდანაც რომ შეუძლიათ გოლის გატანა და ბოლნისელები ამ შესაძლებლობის გამოყენებას ნიადაგ ცდილობდნენ. თენგიზ ჩიკვილაძემ და დავით ბოლქვაძემ არაერთხელ დაარტყეს შორიდან, მერანელთა მეკარე ჯონი შეროზია ხან ხელებში აქვავებდა ბურთს, ხან კი კუთხურზე იგერიებდა.
"სიონს" სხვა შანსიც ჰქონდა - "მერანის" საჯარიმოში დანიშნული თავისუფალი დარტყმა ვერ გამოიყენა. რევაზ ქემოკლიძესაც შეეძლო გოლის გატანა - "სიონის" ცენტრალური მცველი შეტევაში ჩაერთო და მისი თავური შეროზიამ მოიგერია.
მარტვილელთა კიპერმა მაშინაც იყოჩაღა, ბოლქვაძემ მეტოქის საჯარიმომდე სლალომით რომ გაიკვალა გზა და მერე ბურთს ჭვინტი ამოჰკრა - შეროზიამ ბოლნისელებს ოდენ კუთხური აკმარა.
შორიდან გიორგი ჭანკოტაძემაც სცადა ბედი და შეროზიამ არც მას დაანება გატანა - ისევ კუთხური. "მერანის" მეკარეს ერთ-ერთი შორეული დარტყმისას ბურთი ხელიდან გაუვარდა, თუმცა ზვიად მეტრეველმა ეს შანსი ვერ გამოიყენა.
ერთი სიტყვით, ბოლნისელებმა შეროზია კარგად ავარჯიშეს, მაგრამ "მერანის" კარს ღრიჭო მაინც ვერ მოუძებნეს.
არც "მერანი" იყო მთლად პასიური შეტევაში: გიორგი მანწკავა და ელგუჯა გრიგალაშვილი ბურთს კარგად ათამაშებდნენ და ერთი-ორჯერ თამაშის გამწვავებაც მოახერხეს.
შესვენების შემდეგ "სიონი" კვლავ მეტოქეზე უფრო იყო შეტევაზე ორიენტირებული, თუმცა მუხტი თითქოს განელებული ჰქონდა, ბოლნისელები ისევე ხშირად ვეღარ ურტყამდნენ კარში თუ კარის მიმართულებით.
72-ე წუთზე "სიონის" კაპიტანი დავით სვანიძე მუნინი ტაპესთან ორთაბრძოლაში ისე დაჯარიმდა, რომ არბიტრმა მოედნიდან გააძევა.
რიცხობრივმა უპირატესობამ "მერანი" შეტევაში გაათამამა, თუმცა საგოლე მომენტამდე საქმე ვერ მიიყვანა.
შეხვედრის მიწურულს კაცნაკლულ "სიონს" მოგების შანსი გაუჩნდა - შეროზიამ თანაგუნდელისგან მიღებულ ბურთზე ხელით ითამაშა და "მერანის"საჯარიმოში ხელმეორედ დაინიშნა თავისუფალი დარტყმა. ბურთი ბოლქვაძეს დაუგორეს, რომელმაც ის კედელს გაარტყა, დამატებაზეც ბოლქვაძე გაჩნდა ბურთთან - მეორე ცდაზე "სიონის" შუახაზელმა მიზანი ვერ გაისწორა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"