რუსთავის "მეტალურგმა" მეკარე ბარტოლომეი კურუ დაიწუნა

AutoSharing Option
ჩეხეთში დაბადებული ავსტრიელი მეკარე ბარტოლომეი კურუ "მეტალურგში" არ ითამაშებს. ეს რუსთაველთა მმართველმა დირექტორმა ბუბა ტყავაძემ გვითხრა:

"კურუს გასინჯვა გერმანულმა სამენეჯერო სააგენტომ გვირჩია, რომელსაც მისი ტრანსფერი ეკუთვნის. ცხადია, დავინტერესდით, რადგან ეს ბიჭი ოთხი წელიწადი ირიცხებოდა ვენის "აუსტრიაში" და პერსპექტიულ მეკარედაც ითვლებოდა.

როგორც ვიცით, ავსტრიის 20 და 21-წლამდელთა ნაკრებების შემადგენლობაში მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე უთამაშია. მაგრამ, ისეთი საინტერესო მეკარე არ გამოჩნდა, როგორიც გვეგონა.

"მეტალურგში" კი უცხოელს მხოლოდ იმ შემთხვევაში დავიმატებთ, თუ ქართველ კონკურენტს ორი
თავით აჯობებს. ასე რომ, ამ ეტაპზე მის აყვანაზე თავი შევიკავეთ".

24 წლის ბარტოლომეი კურუ ჩეხია, პრაღის "სლავიას" აკადემიაში ვარჯიშობდა, 13 წლისა კი ლიეჟის "სტანდარდის" სკოლაში ჩაირიცხა. 16 წლის მეკარემ ისე მოაწონა თავი ვენის "აუსტრიას" სკაუტებს, კონტრაქტი გაუფორმეს და ავსტრიის მოქალაქეობაც მიიღო.

კურუ მართლაც პერსპექტიულ მეკარე რომ იყო, სტატისტიკაც მეტყველებს: ავსტრიის 17, 18, 19, 20 და 21-წლამდელთა ნაკრებებში სულ 32 მატჩი ჩაატარა. მაგრამ 2009 წლიდან კარიერა აერია, "აუსტრიადან" წავიდა, ითამაშა ავსტრიულ "გროდიგში", სლოვაკურ "დუნაისკა სტრედაში", ბოლოს კი ავსტრიის პირველი ლიგის "ფირსტ ვიენას" სათადარიგო კიპერი გახლდათ.

ამ სამი წლის განმავლობაში სულ 19-ჯერ ითამაშა, თუმცა "ფირსტ ვიენაში" მეტი სათამაშო პრაქტიკა ჰქონდა - მოედანზე 13-ჯერ გავიდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
მაგარი დებილი მეკარე იყო ბურთის ეშინოდა ფუ :@
irakli
21:22 22-02-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული