წინა ტურის მსგავსად, საკუთარი მატჩები ისევ მოიგეს "ზესტაფონმა" და თბილისის "დინამომ".
საქართველოს მოქმედ ჩემიონებს ზუგდიდის "ბაისთან" საშინაო მატჩში გამარჯვება, შოთა გრიგალაშვილის 79-ე წუთზე გატანილმა გოლმა მოუტანა.
გიორგი დევდარიანის შეგირდებმა კი ბოლნისის "სიონთან" გამარჯვება შეხვედრის ბოლო წუთებზე შეძლეს, დინამოელებს სამი ქულა 90-ე წუთზე გუნდის ახალწვეულმა ირაკლი ძარიამ შესძინა.
აღსანიშნავია, რომ თბილისის "დინამოს" მაისურით პირველი ოფიცალური შეხვედრა გოგიტა გოგუამ და ესპანელმა ლეგიონერმა ანდრეუმ ჩაატარეს.
ყველაზე უხვგოლიანი მატჩი ქუთაისის "ტორპედოსა" და "გაგრას" შორის შედგა.
აღსანიშნავია, რომ "ტორპედომ" უფრო მეტი გოლი გაიატანა, ვიდრე მე-19 ტურის სხვა მატჩებში მონაწილე ყველა გუნდმა ჯამში.
საქართველოს ჩემპიონატი. XIX ტური
ვიტ ჯორჯია-სპარტაკი 0:0 (0:0)
ზესტაფონი-ბაია 1:0 (0:0)
გოლები: 1:0 გრიგალაშვილი (79)
მერანი-კოლხეთი 0:2 (0:1)
გოლები: 0:1 პავლიაშვილი (43), 0:2 ტუღუში (85,პენ.)
დინამო-სიონი 1:0 (0:0)
გოლები: 1:0 ძარია (90)
ტორპედო-გაგრა 5:2 (3:1)
გოლები: 1:0, 2:0 გოცირიძე (22, 24), 2:1 სარდალიშვილი (36), 3:1, 4:1 დათუნაიშვილი (45, 46), 4:2 ტყეშელაშვილი (51, პენ.), 5:2 საბანაძე (90)
დილა-მეტალურგი (გადაიდო 1 მარტისთვის)
სატურნირო მდგომარეობა
1. ზესტაფონი 20 15 3 2 39:15 48
2.ტორპედო 20 13 2 5 31:17 41
3. დინამო 20 12 3 5 37:22 39
4. მერანი 20 9 3 8 22:23 30
5. მეტალურგი 19 8 6 5 21:20 30
6. ბაია 20 7 4 9 19:21 25
7. კოლხეთი 20 6 6 8 19:24 24
8. ვიტ ჯორჯია 2 6 6 8 21:24 24
9. სპარტაკი 20 6 5 9 18:25 23
10. გაგრა 20 6 3 11 20:29 21
11. დილა 19 5 4 10 23:25 19
12. სიონი 20 1 5 14 11:36 8