ირაკლი ძარია: გოლს თბილისის "დინამოს" ყველა გულშემატკივარს ვუძღვნი

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" ახალწვეულმა ირაკლი ძარიამ, რომელიც კლუბის ვებ-გვერდის გამოკითხვით  რუსთავის "მეტალურგთან" მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა, "დინამოს" ოფიციალურ შეხვედრაში თავისი პირველი გოლი გაიტანა.

ირაკლის მიერ მატჩის ბოლო წუთზე გატანილმა ბურთმა "დინამოს" ბოლნისის "სიონთან" შეხვედრაში გამარჯვება მოუტანა.

ირაკლი ძარია: "ჩვენი გუნდისთვის მთლიანად თამაში ძალიან რთული გამოდგა. მომენტების რეალიზაციაში მოვიკოჭლებდით, თუმცა მთავარია, რომ გავიმარჯვეთ და ვეცდებით წარმატებული სვლა მომავალშიც გავაგრძელოთ.

რაც შეეხება ჩემს თამაშს, ძალიან გახარებული ვარ, რომ "დინამოს" მაისურით მოვახერხე პირველი გოლის გატანა. ამ გოლს ყველა "დინამოს" გულშემატკივარს ვუძღვნი და ვპირდები, რომ
მომავალშიც ყველანაირად შევეცდები მათი იმედების გამართლებას".

fcdinamo.ge
მკითხველის კომენტარები / 1 /
გოლი მას არ გაუტანია
chagara
20:22 22-02-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული