გიორგი დევდარიანი:"სამი ქულის მოპოვება ნებისმიერ თამაში გასახარია. მინდა გითხრათ, რომ დღევანდელი ანგარიში არანაირად არ გვაძლევს თვითკმაყოფილების საშუალებას. მიუხედავად იმისა, რომ მეტოქის კარში ხუთი ბურთი გავიტანეთ პრობლემა პრობლემად რჩება - მომენტების რეალიზაციისას მოვიკოჭლებთ.
პირველ ტაიმში გაცუდებული მომენტები კი ამ ყველაფერს ხაზს უსვამს. ჩვენგან განსხვავებით მეტოქეს მოკლე სკამი აქვს და ზედიზედ რამდენიმე პრინციპული შეხვედრის შემდეგ, "ბაიას" რომ გაუჭირდებოდა ლოგიკური
ეს არც გოჩას და არც ზუგდიდელი ფეხბურთელების ბრალია. შეხვედრის დაწყების წინ ჩემს ფეხბურთელებსაც ვუთხარი, რომ თუ კი ვერ გაიტანდნენ პირველ ტაიმში გოლს მეტოქე აუცილებლად გატყდებოდა და ასეც მოხდა.
შეხვედრის შემდეგ ფეხბურთელებს ვუთხარი კიდეც რომ არ აქვთ თვითკმაყოფილების მიზეზი. დღეს "დინამო" იდეალური ფეხბურთისგან შორსაა, მეტიც - "დინამო" მისთვის დამახასიათებელ ფეხბურთს ჯერ-ჯერობით ვერ აჩვენებს.
გოჩა ტყებუჩავა:"პირველ რიგში გიორგის მივულოცავ გამარჯვებას. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ცუდად ვითამაშეთ და "დინამომ" გვაჯობა. რა შეიძლება ითქვას ჩვენს ასპარეზობაზე - თავის გამართლებს არ ვაპირებთ, თუმცა ჩათვალეთ, რომ "ბაია" ორი თვეა რაც ასეთი სახით არის შეკრებილი და ნელ-ნელა დასახულ მიზანს მივაღწევთ და რაღაცას დავამსგავსებთ. დასასრულს კი წარმატებები მინდა ვუსურვო გიორგის.
fcdinamo.ge